მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიუ-იორკში პირველი ამოყირავებული აფროამერიკული ცათამბჯენის აგება იგეგმება: ვიდეო

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin ნიუ-იორკი
 ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. შავკანიანი არქიტექტორების, დეველოპერების, კონტრაქტორებისა და ინვესტორების გუნდი გეგმავს შევიდეს აშშ-ის ისტორიაში მანჰეტენზე აღმართული პირველი „აფროამერიკული ცათამბჯენით“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება მსოფლიოში, იუწყება Designboom.
თითქმის 500 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი Affirmation Tower დევიდ აჯაიემ დააპროექტა. დამტკიცების შემთხვევაში ის გახდება დასავლეთ ნახევარსფეროს მეორე ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შემდეგ, რომლის სიმაღლეც 541 მეტრია.
ცათამბჯენის სურათები, რომლის აშენებაც ნიუ-იორკში, მანჰეტენზე იგეგმება, საზოგადოებას უკვე წარუდგინეს. ეს იქნება იმ კომპანიების მიერ აგებული ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკში, რომელთა უმეტესობას ფერადკანიანი ქალები მართავენ.
ავტორის ჩანაფიქრით, შენობა მანჰეტენის დასავლეთ მხარეს, ჰადსონ-იარდის მახლობლად აიგება. კოშკში განთავსდება ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესისთვის ხელმშემწყობი ეროვნული ასოციაციის (NAACP) შტაბ-ბინა, ორი სასტუმრო, ხედის დათვალიერების მოედანი, ყინულის მოედანი და კომერციული საოფისე ფართები.
პროექტის ავტორების თქმით, კოშკს აქვს „აყვავებული ხის“ ფორმა.

„ტრადიციული მონოლითური ცათამბჯენისგან განსხვავებით, სტრუქტურა ვერტიკალურად, თითქოს ხესავით იზრდება ნიუ-იორკის პეიზაჟის ფონზე“, — ნათქვამია პროექტის აღწერაში.

აღინიშნება, რომ პროექტის შემქმნელების გუნდი ტორნტონ ტომასეტისთან, „მაღალი და ულტრამაღალი შენობების პროექტირებაში მსოფლიო ლიდერთან“ თანამშრომლობდა, რათა პროექტის კონსტრუქციულად ხორცშესხმის შესაძლებლობა და სიცოცხლისუნარიანობა შეემოწმებინა.
ყველა ახალი ამბავი
0