მდინარე შაორში 70 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მამაკაცი მდინარის პირას ბორდიურზე იჯდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადავარდა.
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ტყიბულში, მდინარე შაორში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრში.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მამაკაცი მდინარის პირას ბორდიურზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად მდინარეში გადავარდა და ის წყალმა წაიღო.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. გარდაცვლილი მდინარიდან ცოტა ხნის წინ ამოასვენეს.
ყველა ახალი ამბავი
0