„ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს ერთ კვირაში ფრაქციას არ შეუერთდება რომელიმე უფრაქციო დეპუტატი, იგი გაუქმებულად გამოცხადდება.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება, განაცხადა ფრაქციის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
ფრაქციამ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტი 2 ნოემბერს გამოაცხადა. დეპუტატების მთავარი მოთხოვნა იყო ციხეში მოშიმშილე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა და მისი გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
მეორე დღე შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ: როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა>>>
19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მსჯავრდებული სააკაშვილი პოსტშიმშილობის პერიოდის სარეაბილიტაციო კურსს გადის.

„ლელოს“ ბოიკოტი გამოცხადებული ჰქონდა კონკრეტული საკითხიდან გამომდინარე. ეს საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის მოთავსება მაღალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში. დღეს ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, შესაბამისად, ჩვენ ვუბრუნდებით ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ შეიძლება პოლიტიკურ ჯგუფად გარდაიქმნას.
16 ნოემბერს პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების – „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. აღნიშნულმა პირებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პროტესტის ნიშნად განაცხადეს.
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
პარლამენტმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტამდე ხაზარაძე საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი იყო, ჯაფარიძე კი ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ შემადგენლობაში შედიოდა. აქამდე ორივე საპარლამენტო ფრაქცია დეპუტატების მინიმალური რაოდენობით იყო წარმოდგენილი. ოპოზიციური ფრაქციის შესაქმნელად შვიდი დეპუტატია საჭირო.
იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს ერთ კვირაში ფრაქციებს არ შეუერთდება რომელიმე უფრაქციო დეპუტატი, აღნიშნული ფრაქციები გაუქმებულად გამოცხადდება და პოლიტიკურ ჯგუფად გადაკეთდება.
„ლელომ“ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურისთვის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით და აქტიურად მონაწილეობს სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებში.
ყველა ახალი ამბავი
0