Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მარადიული ბედნიერების მჯერა“ – სამი განქორწინების შემდეგ ჯენიფერ ლოპესი კვლავ თხოვდება

© AP Photo / Kim D. Johnsonბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
როგორც ცნობილია, ჯეი ლოს მონაწილეობით მელოდრამის „დაქორწინდი ჩემზე“ პირველი ტრეილერი გავრცელდა. ფილმს ვალენტინობაზე ვიხილავთ, მანამდე კი მსახიობები სხვადასხვა შოუს სტუმრობენ.
ახლახან 52 წლის ლოპესმა, ფილმის სიუჟეტის გარდა, საკუთარ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამი განქორწინების შემდეგ კვლავ სჯერა ბედნიერების და ის კიდევ ერთხელ გათხოვდება.

„მე ბუნებით რომანტიკოსი ვარ და მარადიული ბედნიერების მჯერა. მე ბედნიერი ვარ იმით, ვინც ახლა ვარ და სადაც ვიმყოფები“, – ამბობს ჯეი ლო.

უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ 17-წლიანი განშორების შემდეგ ლოპესი და ბენ აფლეკი ისევ ერთად არიან, ისინი უკვე 9 თვეა ერთმანეთს ხვდებიან და, სავარაუდოდ, ჯეი ლოს საპატარძლო კაბაში კიდევ ერთხელ ვიხილავთ.
ჯენიფერ ლოპესი სამჯერ იყო დაქორწინებული – რესტორნის მომსახურე პერსონალ ოჯანი ნოაზე 1997–98 წლებში, ქორეოგრაფ კრის ჯადიზე 2001–03 წლებში და მომღერალ მარკ ენტონიზე 2004–14 წლებში, რომელთანაც ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0