იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

CC BY 2.0 / Trishhhh / DSC_0513პოლიციელი
პოლიციელი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
30 წლის მამაკაცს, რომელიც იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა, თანამზრახველიც ჰყავდა, თუმცა მან პოლიციისგან მიმალვა შეძლო.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. იტალიაში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთვი 2“ ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი სან-ბასილიოს პოლიციის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ერთ-ერთი შენობის ფასადზე დამონტაჟებულ სარემონტო ხარაჩოზე გადაადგილდებოდა.
დაკავებულის ვინაობა ამ დროისათვის უცნობია. მიმალვა მოახერხა დაკავებულის თანამზრახველმა, რომელიც სავარაუდოდ, ასევე საქართველოს მოქალაქეა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებული იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0