Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თავიდან ამერიკაში რომ ჩავედით, მშივრები ვიყავით...“ – გოჩა ჩერტკოევი

© Facebook / Shorena Gachechiladzeგოჩა ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე
გოჩა ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
მოცეკვავე, პროდიუსერი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი გოჩა ჩერტკოევი გიორგი გაბუნიას იუმორისტულ შოუს სტუმრობდა და საკუთარ ამერიკულ ცხოვრებაზე ვრცლად ისაუბრა.
გოჩამ აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც აშშ-ში ჩავიდა საცხოვრებლად, ძალიან მწირი შემოსავალი ჰქონდა და გადასახადების გადახდის შემდეგ კვირაში მხოლოდ 5-10 დოლარი რჩებოდა, რაც ნორმალურად გამოსაკვებად საკმარისი არ იყო. „მშივრები ვიყავით, მაგრამ სამაგიეროდ გამხდრები და კარგად გამოვიყურებოდით ცეკვისას“, – აღნიშნა ჩერტკოევმა.
„საქართველოში რომ ვესაუბრები ხალხს, ახალგაზრდებს და ყურებჩამოყრილები არიან, ისეთი რაღაცები გამოვიარე, მე თუ არ ვწუწუნებ, შენ რა გაწუწუნებს? გულწრფელად ვამბობ ამას. 5-10 დოლარი კი გვრჩებოდა კვირაში, მაგრამ ეს ჩემი და შორენას ცხოვრებაში მაინც ფანტასტიკური პერიოდი იყო. წინ უნდა იყურო და არ იწუწუნო“, – ამბობს ქორეოგრაფი.
ყველა ახალი ამბავი
0