Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

გახარიას პარტია ადგილობრივ დონეზე გააქტიურებას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარიას საარჩევნო ბანერი
გიორგი გახარიას საარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
ექს-პრემიერის პარტია ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატის წარდგენას აპირებს.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საკუთარ კანდიდატებს წარადგენს იმ მუნიციპალური საკრებულოების თავმჯდომარის პოსტზე, სადაც მათი ხმები გადამწყვეტი იქნება „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, გახარიას პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში პროპორციული სისტემით მესამე შედეგი აჩვენა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატების ხმები საკრებულოში გადამწყვეტი იქნება იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც განსხვავება "ოცნების" დეპუტატთა შემადგენლობასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მინიმალურია.
არჩილ ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
ბათუმის მერი ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადაა
„დღეს ქვეყანაში შექმნილია უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომლის შედეგს საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობენ. გრძნობენ უკიდურესი გაჭირვების, გაზრდილი ფასების, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სახით“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
მისი თქმით, მოსახლეობა დაიღალა უპრეცედენტო ზეწოლის, დაშინებისა და მოსყიდვებისგან, რაც ნათლად აჩვენა ადგილობრივმა არჩევნებმა.
არჩევნების შემდეგ პარტიამ „საქართველოსთვის“ შესთავაზა ორივე პოლიტიკურ ძალას ადგილობრივ დონეზე კრიზისის თავიდან აცილების მიზნით საკრებულოების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების არჩევა ღია და გამჭვირვალე განხილვის გზით, ორმხრივი თანხმობით მომხდარიყო.

„ეს იყო შესაძლებლობა თითოეული ამ პარტიისთვის, დამდგარიყო ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა უპირველესად, რაც, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ პარტიამ გადაწყვიტა იმოქმედოს საკუთარი გეგმით, რომლის მთავარი მიზანია ხელისუფლების დაბალანსება და ერთი რომელიმე მხარის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან აცილება.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
არჩევნები 2021
გახარია: „ეს არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა, არც სამართლიანი“
„ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
მან ასევე დაგმო „ქართული ოცნების“ მცდელობები – ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები.
„კიდევ ერთხელ მივმართავთ „ოცნებას“, არ გააგრძელოს პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, ხოლო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომები“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის თებერვალში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა, მაისში კი უკვე შექმნა საკუთარი პარია „საქართველოსთვის“ და მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ არჩევნებში.
ყველა ახალი ამბავი
0