https://sputnik-georgia.com/20211122/belarusi-polonetis-sazrvris-ukanono-gadakvetistvis-saqartvelos-moqalaqe-daakaves-262290572.html
ბელარუსი–პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ბელარუსი–პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
კვირას პოლონეთი–ბელარუსის საზღვარზე სულ 346 უკანონო გადაკვეთის ფაქტი დაფიქსირდა. 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T21:31+0400
2021-11-22T21:31+0400
2023-07-20T15:53+0400
პოლიტიკა
საქართველო
პოლონეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252646593_0:0:3070:1728_1920x0_80_0_0_6b3ff752f2c7b906787c92f06fa32877.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. პოლონეთი–ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, კვირას, 21 ნოემბერს პოლონეთი–ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთის სულ 346 ფაქტი დაფიქსირდა. სასაზღვრო სამსახურმა 58 პირს პოლონეთის ტერიტორია დაატოვებინა.საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის სულ სამი პირი დააკავეს – სირიის ორი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე.კრიზისი ბელარუსის საზღვრებზე ლატვიასთან, ლიეტუვასა და პოლონეთთან, საითაც მიგრანტები წლის დასაწყისიდან დაიძრნენ, მკვეთრად გამწვავდა 8 ნოემბერს. რამდენიმე ათასი ადამიანი პოლონეთის საზღვარს მიადგა ბელარუსის მხრიდან. მიგრანტებმა რამდენჯერმე სცადეს საზღვრის ძალით გადაკვეთა, თუმცა პოლონურმა მხარემ ეს მცდელობები აღკვეთა. ევროკავშირის ქვეყნები მინსკს კრიზისის მიზანმიმართულ ესკალაციაში ადანაშაულებენ და სანქციების დაწესებას მოითხოვენ. პრეზიდენტი ლუკაშენკო აცხადებს, რომ ამ ვითარებაში თავად დასავლეთის ქვეყნები არიან დამნაშავე, რომელთა ქმედებების გამო ხალხი ომს გაურბის.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252646593_221:0:2952:2048_1920x0_80_0_0_78f1151b590a998cbef726f1d2203730.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო, პოლონეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, საქართველო, პოლონეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
ბელარუსი–პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
21:31 22.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) კვირას პოლონეთი–ბელარუსის საზღვარზე სულ 346 უკანონო გადაკვეთის ფაქტი დაფიქსირდა.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. პოლონეთი–ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური
ავრცელებს.
უწყების ცნობით, კვირას, 21 ნოემბერს პოლონეთი–ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთის სულ 346 ფაქტი დაფიქსირდა. სასაზღვრო სამსახურმა 58 პირს პოლონეთის ტერიტორია დაატოვებინა.
საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის სულ სამი პირი დააკავეს – სირიის ორი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე.
კრიზისი ბელარუსის საზღვრებზე ლატვიასთან, ლიეტუვასა და პოლონეთთან, საითაც მიგრანტები წლის დასაწყისიდან დაიძრნენ, მკვეთრად გამწვავდა 8 ნოემბერს. რამდენიმე ათასი ადამიანი პოლონეთის საზღვარს მიადგა ბელარუსის მხრიდან. მიგრანტებმა რამდენჯერმე სცადეს საზღვრის ძალით გადაკვეთა, თუმცა პოლონურმა მხარემ ეს მცდელობები აღკვეთა. ევროკავშირის ქვეყნები მინსკს კრიზისის მიზანმიმართულ ესკალაციაში ადანაშაულებენ და სანქციების დაწესებას მოითხოვენ. პრეზიდენტი ლუკაშენკო აცხადებს, რომ ამ ვითარებაში თავად დასავლეთის ქვეყნები არიან დამნაშავე, რომელთა ქმედებების გამო ხალხი ომს გაურბის.