ხმაური წაჩხურუს ტაძრის ტერიტორიაზე - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

© Sputnik / STRINGERდაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2021
გამოწერა
ტაძართან ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე მეუფე სტეფანე და საპატრიარქოს ჩოხოსნები გამოჩდნენ.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. მარტვილიში, წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში დღეს დილიდან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, იუწყება „პირველი არხი“.
მარტვილში მთავარანგელოზობას აღნიშნავენ. ტაძარში ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯაშვილი) მთავარანგელოზთა ხსენების საზეიმო წირვას ხმაურის ფონზე აღავლენს. სამონასტრო კომპლექსსა და ტაძარში იმყოფებიან ასევე საპატრიარქოს ჩოხოსნები. ხმაური და დაპირისპირება ადგილზე სწორედ მიტროპოლიტისა და ჩოხოსნების გამოჩენამ გამოიწვია.
დაკავებები ჭყონდიდის ეპარქიაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2021
დაპირისპირება სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე: დაკავებულია 7 პირი
მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მათ საპროტესტო პოსტერებითა და შეძახილებით დახვდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი ბერი ათინოგენეს განცხადებით, მეუფე სტეფანეს ადგილობრივები მხარს არ უჭერენ და ჩოხოსნები და პოლიცია ძალის დემონსტრირებისთვის ჰყავს მოყვანილი.
კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიას ჩამოშორებული მეუფე პეტრეს ადგილზე 2021 წლის თებერვალში ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) დანიშვნის შემდეგ დაიწყო. მღვდელმსახურებისა და მრევლის ნაწილმა ეპარქიის ახალი მეთაურის აღიარებაზე უარი განაცხადა. მეუფე სტეფანემ ეკლესიიდან რამდენიმე ბერი და მღვდელი განკვეთა.
ბრძოლა ჭყონდიდის ეპარქიისთვის: მარტვილში რამდენიმე პირი დააკავეს  - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2021
ბრძოლა ჭყონდიდის ეპარქიისთვის: მარტვილში სასულიერო პირები დააკავეს
ეპისკოპოსი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა 2019 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიმართ მკვეთრი განცხადებების გამო ეკლესიას ჩამოაშორა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა. ცაავას ბევრმა მღვდელმსახურმა და მრევლის ნაწილმა დაუჭირა მხარი და ისინი დღემდე არ ცნობენ ახალ მიტროპოლიტს.
საქართველოს საპატრიარქომ ბერებს ჭყონდიდის ეპარქიაში კატეგორიული მოთხოვნა გაუგზავნა, რომ მათ დაეტოვებინათ მონასტერი. ბოლო ვადა 4 ნოემბერი იყო.
ბერები აცხადებენ, რომ ისინი ეკლესიიდანუკანონოდგანკვეთეს.
ყველა ახალი ამბავი
0