ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© REUTERS / ANNEGRET HILSEგოგიტა არქანია
გოგიტა არქანია - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2021
გამოწერა
გოგიტა არქანიამ ფინალურ ეტაპზე იტალიელი სიმონე მარინო დაამარცხა და დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. დუბაიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ ოქროს მედალი მოიპოვა.
37 წლის გამოცდილმა ქართველმა კარატისტმა პირველ ეტაპზე მექსიკელი მიგელ გარიბეი 8:0 დაამარცხა. გოგიტა არქანიამ ფინალამდე მონტენეგროელ პრედრაგ სმოლოვიჩს, ესპანელ ბაბასარ სეკის, ამერიკელ აირ ბრაიანს და ხორვატ ანჯელო კვესიჩს სძლია და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში ქართველი მებრძოლი იტალიელ სიმონე მარინოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 იმარჯვა.
© FB / Гогита Арканияგოგიტა არქანია
Гогита Аркания - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2021
გოგიტა არქანია
აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა. ქართველმა კარატისტმა ზაფხულში ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0