მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2021
გამოწერა
მამაკაცის ცხედარი მდინარემ კაშხლის ტერიტორიაზე გამორიყა. ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. მდინარე ენგურმა შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა, სავარაუდოდ ის 16 ოქტომბერს სვანეთში გაუჩინარებული კაცია.
მამაკაცის ცხედარი მდინარემ კაშხლის ტერიტორიაზე გამორიყა. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
პოლიცია სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
სვანეთში პოლიცია გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებს
თამაზ კანკია 16 ოქტომბერს მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში დაიკარგა. მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია. ის ჭუბერში სახერხ საამქროში მუშაობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლში, წალენჯიხაში წასვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0