ივანიშვილის გამოკითხვის კადრების მედიაში მოხვედრის საკითხი შეისწავლება - ადვოკატი

© press-service of the Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2021
გამოწერა
ივანიშვილის ადვოკატმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კლიენტი საქართველოში იმყოფება
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ქართულ მედიაში კანონის დარღვევით მოხვდა და ეს საკითხი დეტალურად იქნება შესწავლილი, განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა.
შაბათს საღამოს ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში გავიდა ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის სამი ფრაგმენტი. გამოკითხვა უკავშირდებოდა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს. ვიდეორგოლში საუბარია მოქმედი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლზე ამ საქმეში და ურთიერთობებს შვეიცარიულ ბანკთან. ასევე იმაზე, თუ ვის უფორმებს ის თავის ქონებას.
როგორც ტელეარხი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ჩანაწერი 18-19 ნოემბერს ჭორვილაში, ივანიშვილის რეზიდენციაში გაკეთდა. მანამდე კი ოპოზიციური ტელეარხები ამტკიცებდნენ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველო სასწრაფო წესით დატოვა.
ჟენევა - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2018
ბანკის მმართველს, რომელმაც ივანიშვილი მოატყუა, 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
„თვითონ პროცესი საჯაროა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს თვალი ადევნოს უნდა მიმართოს სასამართლოს და ის გადის შესაბამის რეგისტრაციას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა დაინტერესებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე. აქ კანონი არ ირღვევა, თუმცა მოხდა ვიდეო- და ფოტოგადაღებაზე არსებული შეზღუდვის დარღვევა“, - განაცხადა ყიფიანმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
ყიფიანის თქმით, მასალის გაჟონვა „შესწავლის საგანი“ გახდება.
ივანიშვილის ადვოკატმა ასევე დაადასტურა, რომ მისი კლიენტი იმყოფება საქართველოში, ხოლო პროცესზე დისტანციური დასწრება სასამართლოს მოთხოვნით იყო უზრუნველყოფილი.
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად - 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ, მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა. ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.
ყველა ახალი ამბავი
0