https://sputnik-georgia.com/20211121/israelsi-koronavirusis-winaarmdeg-bavsvebis-vaqcinacia-iwyeba-262261592.html
ისრაელში კორონავირუსის წინააღმდეგ ბავშვების ვაქცინაცია იწყება
ისრაელში კორონავირუსის წინააღმდეგ ბავშვების ვაქცინაცია იწყება
Sputnik საქართველო
ისრაელში ვაქცინის ორი დოზით აცრილია 5,7 მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო სამი დოზით - 4 მილიონზე მეტი. ქვეყნის მოსახლეობა 9.432.860 ადამიანს შეადგენს 21.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-21T18:10+0400
2021-11-21T18:10+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252364133_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_926ccabfffd0cc444bfb83555a5e085c.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ისრაელში სამშაბათს 5-დან 11 წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყება - ბავშვებისთვის ვაქცინები უკვე ჩაიტანეს ქვეყანაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მისი ვაჟი დავიდი იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინას გაიკეთებს და იმედი გამოთქვა, რომ „ისრაელში ყველა მშობელი და, რა თქმა უნდა, მინისტრები, რომლებსაც შესაბამისი ასაკის შვილები ან შვილიშვილები ჰყავთ, იგივეს გააკეთებენ".მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა დაამტკიცა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებელმა (CDC) ოფიციალურად დაამტკიცა Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 5-11 წლის ბავშვებისთვის. მანამდე ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა სხვა მარეგულირებელმა - FDA-მ. COVID-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ისრაელში გასული წლის 20 დეკემბერს დაიწყო. ქვეყნის მოქალაქეები Pfizer-ის ვაქცინით იცრებიან. 10 იანვრიდან კი მეორე დოზის ადმინისტრირება დაიწყო. ისრაელში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია ივნისის დასაწყისში დაიწყო. დღეისათვის ვაქცინის ორი დოზით აცრილია 5,7 მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო სამი დოზით - 4 მილიონზე მეტი. ქვეყნის მოსახლეობა 9.432.860 ადამიანს შეადგენს (2021 წლის მონაცემები).
https://sputnik-georgia.com/20211121/cxaize-bavsvebsi-koronavirusit-inficirebis-semtxvevebi-gaormagebulia-262261384.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/13/252364133_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_7ab69b91e8163c5ade6ac09690bf66af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
ისრაელში კორონავირუსის წინააღმდეგ ბავშვების ვაქცინაცია იწყება
18:10 21.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) ისრაელში ვაქცინის ორი დოზით აცრილია 5,7 მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო სამი დოზით - 4 მილიონზე მეტი. ქვეყნის მოსახლეობა 9.432.860 ადამიანს შეადგენს
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ისრაელში სამშაბათს 5-დან 11 წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყება - ბავშვებისთვის ვაქცინები უკვე ჩაიტანეს ქვეყანაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.
„ისრაელში საბავშვო ვაქცინის ბევრი დოზა ჩამოიტანეს, თანაც ძალიან დიდი მოცულობით. აღსანიშნავია, რომ ეს ვაქცინა ადაპტირებულია სწორედ ბავშვებისთვის და მისი ერთი დოზა ზრდასრულის დოზის მესამედს შეადგენს. ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა მილიონობით ბავშვს მთელ მსოფლიოში, ძირითადად აშშ-ში. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ბენეტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის გახსნისას.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მისი ვაჟი დავიდი იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინას გაიკეთებს და იმედი გამოთქვა, რომ „ისრაელში ყველა მშობელი და, რა თქმა უნდა, მინისტრები, რომლებსაც შესაბამისი ასაკის შვილები ან შვილიშვილები ჰყავთ, იგივეს გააკეთებენ".
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა დაამტკიცა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებელმა (CDC) ოფიციალურად დაამტკიცა Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 5-11 წლის ბავშვებისთვის. მანამდე ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა სხვა მარეგულირებელმა - FDA-მ.
COVID-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ისრაელში გასული წლის 20 დეკემბერს დაიწყო. ქვეყნის მოქალაქეები Pfizer-ის ვაქცინით იცრებიან. 10 იანვრიდან კი მეორე დოზის ადმინისტრირება დაიწყო. ისრაელში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია ივნისის დასაწყისში დაიწყო. დღეისათვის ვაქცინის ორი დოზით აცრილია 5,7 მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო სამი დოზით - 4 მილიონზე მეტი. ქვეყნის მოსახლეობა 9.432.860 ადამიანს შეადგენს (2021 წლის მონაცემები).