https://sputnik-georgia.com/20211121/elene-xostaria-klinikasi-kidev-erti-kvirit-darceba-262262342.html
ელენე ხოშტარია კლინიკაში კიდევ ერთი კვირით დარჩება
ელენე ხოშტარია კლინიკაში კიდევ ერთი კვირით დარჩება
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით დეპუტატი იღებს სპეციალურ სითხეებს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ რაციონში საკვებს დაუმატებენ 21.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-21T18:34+0400
2021-11-21T18:34+0400
2021-11-21T18:34+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/23/237862332_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_26616752feed8ad6dba48d2a9f4e0394.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელიც 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ კიდევ ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.დეპუტატი მოშიმშილე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად საკვებზე უარს 3 ნოემბრიდან 17 დღის განმავლობაში ამბობდა. მან შიმშილობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ციხის კლინიკიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სისუსტის გამო მას ძირითადად სძინავს და ამიტომ ყველა სმს-შეტყობინებაზე პასუხის გაცემას ვერ ასწრებს.„პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს“, - დაწერა ხოშტარიამ.ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს - 1 ოქტომბერს გამოაცხადა. შიმშილობის 50-ე დღეს ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მან მალულად გადმოკვეთა საზღვარი 29 სექტემბერს და ის 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211120/mixeil-saakasvilma-sakvebis-mireba-daowyo-262252288.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/23/237862332_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_8805427fe6f32e26749a41db964d55f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ელენე ხოშტარია კლინიკაში კიდევ ერთი კვირით დარჩება
ჯერჯერობით დეპუტატი იღებს სპეციალურ სითხეებს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ რაციონში საკვებს დაუმატებენ
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელიც 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ კიდევ ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.
დეპუტატი მოშიმშილე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად საკვებზე უარს 3 ნოემბრიდან 17 დღის განმავლობაში ამბობდა. მან შიმშილობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ციხის კლინიკიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.
„ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა“, - დაწერა ხოშტარიამ თავის
Facebook-გვერდზე.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სისუსტის გამო მას ძირითადად სძინავს და ამიტომ ყველა სმს-შეტყობინებაზე პასუხის გაცემას ვერ ასწრებს.
„პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს“, - დაწერა ხოშტარიამ.
ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს - 1 ოქტომბერს გამოაცხადა. შიმშილობის 50-ე დღეს ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მან მალულად გადმოკვეთა საზღვარი 29 სექტემბერს და ის 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.