https://sputnik-georgia.com/20211121/armocenilia-mcenareuli-preparati-romelic-blokavs-koronavirusis-yvela-stams-kvleva-262255371.html
აღმოჩენილია მცენარეული პრეპარატი, რომელიც ბლოკავს კორონავირუსის ყველა შტამს: კვლევა
აღმოჩენილია მცენარეული პრეპარატი, რომელიც ბლოკავს კორონავირუსის ყველა შტამს: კვლევა
Sputnik საქართველო
ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატებისგან განსხვავებით, რომლებიც ზემოქმედებს ვირუსებზე, ტაფსიგარგინი იწვევს უაღრესად ძლიერ ფართო სპექტრის თანდაყოლილ იმუნურ... 21.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-21T10:39+0400
2021-11-21T10:39+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/15/262253856_0:319:3073:2047_1920x0_80_0_0_56a0c5b27d69dd28eae603cb31f7b46e.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეული წარმოშობის პრეპარატი ტაფსიგარგინი ძლიერ ეფექტურია SARS-CoV-2 ვირუსის ყველა შტამების წინააღმდეგ, ნათქვამია ჟურნალ Virulence-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.ტაფსიგარგინი არის ფართო სპექტრის ანტისიმსივნური და ანტივირუსული პრეპარატი, რომლის აქტიური ნივთიერება მიიღება ქოლგისებრთა ოჯახის მცენარისგან Thapsia gargantea. ცნობილია, რომ ეს პრეპარატი ააქტიურებს თანდაყოლილ იმუნურ პასუხს ადამიანის რესპირატორული ვირუსების სამი ძირითადი ტიპის მიმართ: „გაციების“ კოროვირუსების, რესპირატორული სინციტიალური ვირუსის (RSV) და A ტიპის გრიპის.პირველად ტაფსიგარგინის ეფექტი კორონავირუსის წინააღმდეგ 2021 წლის თებერვალში გამოსცადეს ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად. ლაბორატორიული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ხელს უშლის უჯრედებში ვირუსის რეპლიკაციას ერთჯერადი გამოყენების შემდეგ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.ახალ კვლევაში ბრიტანელმა მეცნიერებმა პროფესორ კინ-ჩოუ ჩანგის (Kin-Chow Chang) ხელმძღვანელობით შეამოწმეს, როგორ მოქმედებს ეს მცენარეული პრეპარატი დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ახლა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დომინირებს და რომელსაც აქვს უჯრედებში გამრავლების უმაღლესი უნარი, ხოლო პოპულაციაში - ყველაზე დიდი გავრცელების კოეფიციენტი.შედეგებმა აჩვენა, რომ ტაფსიგარგინი თანაბრად ეფექტურია SARS-CoV-2-ის ყველა ახალი ვარიანტის მიმართ, დელტას ჩათვლით. გარდა ამისა, ავტორების თქმით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კომპლექსური პრეპარატი ერთდროულად რამდენიმე ინფექციის წინააღმდეგ, როგორიცაა გრიპი, COVID-19 და RSV. ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატებისგან განსხვავებით, მას შეუძლია აამოქმედოს უაღრესად ეფექტური ფართო სპექტრის ანტივირუსული თანდაყოლილი იმუნური პასუხი.უფრო მეტიც, შედეგის მისაღწევად - ვირუსის სრული განადგურებისთვის - ზოგჯერ ძალიან მცირე დოზებია საკმარისი. უჯრედულ კულტურებსა და ცხოველებში წინასწარი ტესტების დროს ტაფსიგარგინის ერთჯერადმა დოზამ ეფექტურად დაბლოკა კორონავირუსი 95%-ზე მეტით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. იგივე ეფექტურობა იყო კოინფექციის დროს (ერთდროული ინფიცირება ორი ან სამი შტამით, როდესაც გამრავლების სინერგია იძლეოდა ვირუსული ნაწილაკების უფრო დიდ რაოდენობას, ვიდრე რამდენიმე ინფექციის მარტივი შეკრებისას).„მიუხედავად იმისა, რომ დელტა ვარიანტი წინამორბედებთან შედარებით უდავოდ უფრო გადამდებია და ხელს უწყობს სხვა ვარიანტების პროდუცირებას თანმხლები ინფექციების შემთხვევაში, მოხარული ვართ აღვნიშნოთ, რომ ტაფსიგარგინი ისევე ეფექტურია ყველა ვარიანტის წინააღმდეგ ერთდროულად“, - მოყვანილია ნოტინგემის უნივერსიტეტის პრესრელიზში პროფესორ ჩანის სიტყვები.ავტორები იმედოვნებენ, რომ ტაფსიგარგინი აქტიურად იქნება გამოყენებული როგორც პოსტკონტაქტური პროფილაქტიკური და აქტიური თერაპიული საშუალება COVID-19-ის წინააღმდეგ. პრეპარატის უსაფრთხოება შემოწმებულია კლინიკური კვლევების დროს.
https://sputnik-georgia.com/20210607/COVID-19-saxifaTo-kvali-ra-organoebi-unda-gaisinjoT-gankurnebis-Semdeg-251952103.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/15/262253856_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_19d81f06c5b2cf647e3dc48225d74493.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
აღმოჩენილია მცენარეული პრეპარატი, რომელიც ბლოკავს კორონავირუსის ყველა შტამს: კვლევა
10:39 21.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატებისგან განსხვავებით, რომლებიც ზემოქმედებს ვირუსებზე, ტაფსიგარგინი იწვევს უაღრესად ძლიერ ფართო სპექტრის თანდაყოლილ იმუნურ პასუხს.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეული წარმოშობის პრეპარატი ტაფსიგარგინი ძლიერ ეფექტურია SARS-CoV-2 ვირუსის ყველა შტამების წინააღმდეგ, ნათქვამია ჟურნალ Virulence-ში გამოქვეყნებულ
კვლევაში.
ტაფსიგარგინი არის ფართო სპექტრის ანტისიმსივნური და ანტივირუსული პრეპარატი, რომლის აქტიური ნივთიერება მიიღება ქოლგისებრთა ოჯახის მცენარისგან Thapsia gargantea. ცნობილია, რომ ეს პრეპარატი ააქტიურებს თანდაყოლილ იმუნურ პასუხს ადამიანის რესპირატორული ვირუსების სამი ძირითადი ტიპის მიმართ: „გაციების“ კოროვირუსების, რესპირატორული სინციტიალური ვირუსის (RSV) და A ტიპის გრიპის.
პირველად ტაფსიგარგინის ეფექტი კორონავირუსის წინააღმდეგ 2021 წლის თებერვალში გამოსცადეს ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად. ლაბორატორიული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ხელს უშლის უჯრედებში ვირუსის რეპლიკაციას ერთჯერადი გამოყენების შემდეგ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.
ახალ კვლევაში ბრიტანელმა მეცნიერებმა პროფესორ კინ-ჩოუ ჩანგის (Kin-Chow Chang) ხელმძღვანელობით შეამოწმეს, როგორ მოქმედებს ეს მცენარეული პრეპარატი დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ახლა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დომინირებს და რომელსაც აქვს უჯრედებში გამრავლების უმაღლესი უნარი, ხოლო პოპულაციაში - ყველაზე დიდი გავრცელების კოეფიციენტი.
შედეგებმა აჩვენა, რომ ტაფსიგარგინი თანაბრად ეფექტურია SARS-CoV-2-ის ყველა ახალი ვარიანტის მიმართ, დელტას ჩათვლით. გარდა ამისა, ავტორების თქმით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კომპლექსური პრეპარატი ერთდროულად რამდენიმე ინფექციის წინააღმდეგ, როგორიცაა გრიპი, COVID-19 და RSV. ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატებისგან განსხვავებით, მას შეუძლია აამოქმედოს უაღრესად ეფექტური ფართო სპექტრის ანტივირუსული თანდაყოლილი იმუნური პასუხი.
უფრო მეტიც, შედეგის მისაღწევად - ვირუსის სრული განადგურებისთვის - ზოგჯერ ძალიან მცირე დოზებია საკმარისი. უჯრედულ კულტურებსა და ცხოველებში წინასწარი ტესტების დროს ტაფსიგარგინის ერთჯერადმა დოზამ ეფექტურად დაბლოკა კორონავირუსი 95%-ზე მეტით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. იგივე ეფექტურობა იყო კოინფექციის დროს (ერთდროული ინფიცირება ორი ან სამი შტამით, როდესაც გამრავლების სინერგია იძლეოდა ვირუსული ნაწილაკების უფრო დიდ რაოდენობას, ვიდრე რამდენიმე ინფექციის მარტივი შეკრებისას).
„მიუხედავად იმისა, რომ დელტა ვარიანტი წინამორბედებთან შედარებით უდავოდ უფრო გადამდებია და ხელს უწყობს სხვა ვარიანტების პროდუცირებას თანმხლები ინფექციების შემთხვევაში, მოხარული ვართ აღვნიშნოთ, რომ ტაფსიგარგინი ისევე ეფექტურია ყველა ვარიანტის წინააღმდეგ ერთდროულად“, - მოყვანილია ნოტინგემის უნივერსიტეტის პრესრელიზში პროფესორ ჩანის სიტყვები.
ავტორები იმედოვნებენ, რომ ტაფსიგარგინი აქტიურად იქნება გამოყენებული როგორც პოსტკონტაქტური პროფილაქტიკური და აქტიური თერაპიული საშუალება COVID-19-ის წინააღმდეგ. პრეპარატის უსაფრთხოება შემოწმებულია კლინიკური კვლევების დროს.