ყოველდღიურ პროტესტებში შესვენებააა — მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მისმა მხარდამჭერებმა ქუჩის აქციები და შიმშილობა შეწყვიტეს... 21.11.2021-ს, Sputnik საქართველო
მოყოლებული ოქტომბრიდან საქართველოში საპროტესტო ტალღა არ ცხრება. 8 ნოემბრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საპროტესტო აქციები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყო. მაგრამ ახლა სიმშვიდეა, რომელიც, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება.
ყოველდღიურ პროტესტებში შესვენებააა — მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მისმა მხარდამჭერებმა ქუჩის აქციები და შიმშილობა შეწყვიტეს. მაგრამ რამდენ ხანს?
მოყოლებული ოქტომბრიდან საქართველოში საპროტესტო ტალღა არ ცხრება. 8 ნოემბრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საპროტესტო აქციები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყო. მაგრამ ახლა სიმშვიდეა, რომელიც, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება.
თუმცა ყოველდღიური საპროტესტო აქციები უფრო ადრე დაიწყო, სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანამდე. ფოტოზე ნაჩვენებია ერთ-ერთი აქცია რუსთავის ციხესთან, სადაც ყოფნისას გამოაცხადა კიდეც სააკაშვილმა შიმშილობა
საპროტესტო აქციებში თავდაპირველად მხოლოდ ენმ-ს მომხრეები მონაწილეობდნენ, თუმცა შემდეგ სხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და მხარდამჭერებიც შეუერთდნენ
აქციები უმეტესწილად მშვიდობიანი იყო, მაგრამ ინციდენტები მაინც ხდებოდა. პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, რომლებსაც ძირითადად ჯარიმას უსჯიდნენ
ბოლო დიდი აქცია პარლამენტთან და მსვლელობა რუსთაველის გამზირზე 19 ნოემბერს გაიმართა. სწორედ იქ გამოცხადდა, რომ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაჰყავდათ და საპროტესტო აქციები წყდებოდა