ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა: არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
გამოწერა
შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა და სამი კი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
შემთხვევა სოფელ დეკანაშვილებში წუხელ გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადავარდა. დაშავებულები ბათუმისა და ხულოს კლინიკებში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა ჯგუფი.
ყველა ახალი ამბავი
0