Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა მორიგი აქცია გაიმართა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliანტივაქსერების აქცია
ანტივაქსერების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
გამოწერა
აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციის მთავარი ამოცანაა, ადამიანებმა უარი თქვან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გააპროტესტა ვაქცინაცია და კოვიდ-პასპორტების შემოღება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ყოველდღიურად 70-80 ადამიანი იღუპება. ეპიდემიის შესაჩერებლად, რომელსაც უკვე 11.422 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების მობილურობის შემცირება და კოვიდ-პასპორტების შემოღება გადაწყვიტა. საზოგადოებრივი ადგილების მონახულება, გარდა სამთავრობო უწყებების, სკოლების, უნივერსიტეტების, მაღაზიებისა და ბაზრებისა, მხოლოდ კოვიდ-პასპორტებით იქნება შესაძლებელი. COVID-ის პასპორტი გაიცემა მხოლოდ მათზე, ვინც აცრილია, გადაიტანა კორონავირუსი ან გაიკეთა PCR-ტესტი.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პენსიონერებს დღეს დაერიცხებათ
აქციის მონაწილეებმა, რომლის ლოზუნგი იყო „არა მწვანე პასპორტს“, პარლამენტის შენობასთან წინ არსებული ტერიტორია გადაკეტეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა ქურდაძემ განაცხადა, აქციის მთავარი ამოცანაა, ადამიანებს უარი ათქმევინონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე.
„ჩვენ ვუსამძიმრებთ კორონავირუსით დაღუპულებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მანიპულირება ხდება და გაბერილი ციფრებით გვატყუებენ“, - განაცხადა ქურდაძემ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 808.889 შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0