საქართველოში წარმოებული სამედიცინო მასალები ევროპაში გაიყიდება

© Facebook / Doctor goodsკომპანია Doctor goods–ის სტენდი გამოფენაზე Medica Düsseldorf
კომპანია Doctor goods–ის სტენდი გამოფენაზე Medica Düsseldorf - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
გამოწერა
კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ქირურგიულ იარაღებსა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. სამედიცინო მასალების წარმოების პირველი კომპანია „დოქტორ გუდსი“ (Doctor goods) თავისი პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განცხადებაში.
კომპანია, რომელიც 2019 წელს შეიქმნა, უმაღლესი ხარისხის ქირურგიულ იარაღებსა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს აწარმოებს.
„დოქტორ გუდსი“ 15-18 ნოემბერს მსოფლიოს უმსხვილეს სამედიცინო მასალებისა და ტექნიკის გამოფენა Medica Düsseldorf-ზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში კომპანიამ 150-ზე მეტ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიასთან გამართა შეხვედრა. შედეგად, ხელი მოეწერა სადისტრიბუციო კონტრაქტებს პოლონეთის, ლიეტუვის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და საბერძნეთის უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიებთან.
საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
საქართველოდან ევროპაში სამშენებლო მასალების ექსპორტი დაიწყო
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო–საგარანტიო სქემის ფარგლებში კომპანია 2021 წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამჟამად მას აქვს უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO 13 485 სერტიფიკატი და CE მარკირება, რაც ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობისთვის არის აუცილებელი.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
სააგენტომ კრედიტის პროცენტების სუბსიდირებითა და საბანკო უზრუნველყოფით ამ წლებში მხარი დაუჭირა 833 პროექტს. ინვესტიციების საერთო მოცულობა 1,8 მლრდ ლარს შეადგენს. შეიქმნა 30 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი.
ყველა ახალი ამბავი
0