https://sputnik-georgia.com/20211120/saqartvelodan-somxetsi-pirbadeebis-nacvlad-tansacmlisa-da-fexsacmlis-gadatana-scades-262246600.html
საქართველოდან სომხეთში პირბადეების ნაცვლად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გადატანა სცადეს
საქართველოდან სომხეთში პირბადეების ნაცვლად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გადატანა სცადეს
Sputnik საქართველო
ერთი სატვირთო მანქანის შემოწმების შემდეგ ყურადღება მიიპყრო სხვა სატრანსპორტო საშუალებებმა, რომლებსაც ტვირთი იმავე მიმღებისთვის გადაჰქონდათ - ყველა მათგანში... 20.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-20T15:31+0400
2021-11-20T15:31+0400
2021-11-20T15:31+0400
ახალი ამბები
კავკასია
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24886/48/248864837_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_4cef9945e986dbe13e41942073dbe997.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. სომეხმა მებაჟეებმა სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამედიცინო ნიღბების საფარქვეშ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კონტრაბანდული გადატანის მცდელობა გამოავლინეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა გადასახადების დაზოგვა სცადეს. მათ საქონელი ყირგიზეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანით გადაჰქონდათ. საქართველოს გავლით კერძო მეწარმისგან იგეგმებოდა ტვირთის მიწოდება სომხეთში არსებული ორი კომპანიისთვის.შემოწმებისას სომეხ მებაჟეებს ეჭვი გაუჩნდათ. მათ სატვირთო მანქანა დაათვალიერეს და დაადგინეს, რომ საქონელი არ შეესაბამება დეკლარაციას. კერძოდ, დოკუმენტებში მითითებული იყო 14 ტონა სხვადასხვა სახის სამედიცინო ნიღაბი. ხოლო მანქანაში იყო 10 ტონა ახალი ტანსაცმელი, 600 კგ ფეხსაცმელი, 18 კგ რეზინის ხელთათმანები და 2 ტონა სამედიცინო ნიღაბი.ამის შემდეგ საფუძვლიანად შემოწმდა კიდევ ერთი მანქანა, რომელიც ყირგიზეთიდან ჩამოვიდა იმავე მიმღების საქონლით. ამ შემთხვევაში 12 ტონა ტვირთიდან პირბადეები მხოლოდ 3,5 ტონა აღმოჩნდა. გარდა ამისა, ავტომობილში აღმოჩნდა 7 ტონა ტანსაცმელი და 500 კგ ფეხსაცმელი.რამდენიმე დღის შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მსგავსი დარღვევის კიდევ ერთი მცდელობა გამოვლინდა. სატვირთო მანქანაში კვლავ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აღმოჩნდა.შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საქმეზე მასალებს ამზადებენ.
https://sputnik-georgia.com/20211005/saqartveloshi-kontrabanduli-oqro-shemohqondat-260253221.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24886/48/248864837_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_0e486fac708c2653f1e4ecf999a44ffc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საქართველოდან სომხეთში პირბადეების ნაცვლად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გადატანა სცადეს
ერთი სატვირთო მანქანის შემოწმების შემდეგ ყურადღება მიიპყრო სხვა სატრანსპორტო საშუალებებმა, რომლებსაც ტვირთი იმავე მიმღებისთვის გადაჰქონდათ - ყველა მათგანში კონტრაბანდა აღმოჩნდა
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. სომეხმა მებაჟეებმა სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამედიცინო ნიღბების საფარქვეშ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კონტრაბანდული გადატანის მცდელობა გამოავლინეს, იუწყება
Sputnik-სომხეთი. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა გადასახადების დაზოგვა სცადეს. მათ საქონელი ყირგიზეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანით გადაჰქონდათ. საქართველოს გავლით კერძო მეწარმისგან იგეგმებოდა ტვირთის მიწოდება სომხეთში არსებული ორი კომპანიისთვის.
შემოწმებისას სომეხ მებაჟეებს ეჭვი გაუჩნდათ. მათ სატვირთო მანქანა დაათვალიერეს და დაადგინეს, რომ საქონელი არ შეესაბამება დეკლარაციას. კერძოდ, დოკუმენტებში მითითებული იყო 14 ტონა სხვადასხვა სახის სამედიცინო ნიღაბი. ხოლო მანქანაში იყო 10 ტონა ახალი ტანსაცმელი, 600 კგ ფეხსაცმელი, 18 კგ რეზინის ხელთათმანები და 2 ტონა სამედიცინო ნიღაბი.
ამის შემდეგ საფუძვლიანად შემოწმდა კიდევ ერთი მანქანა, რომელიც ყირგიზეთიდან ჩამოვიდა იმავე მიმღების საქონლით. ამ შემთხვევაში 12 ტონა ტვირთიდან პირბადეები მხოლოდ 3,5 ტონა აღმოჩნდა. გარდა ამისა, ავტომობილში აღმოჩნდა 7 ტონა ტანსაცმელი და 500 კგ ფეხსაცმელი.
რამდენიმე დღის შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მსგავსი დარღვევის კიდევ ერთი მცდელობა გამოვლინდა. სატვირთო მანქანაში კვლავ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აღმოჩნდა.
შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საქმეზე მასალებს ამზადებენ.