https://sputnik-georgia.com/20211120/ragbi-saqartvelos-nakrebi-fijis-test-matcsi-dauzavda-262251716.html
რაგბი: საქართველოს ნაკრები ფიჯის ტესტ-მატჩში დაუზავდა
რაგბი: საქართველოს ნაკრები ფიჯის ტესტ-მატჩში დაუზავდა
Sputnik საქართველო
ეს საქართველოს და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში მეექვსე მატჩი იყო. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ფიჯის, რომელიც ლიდერობს ანგარიშით... 20.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-20T20:52+0400
2021-11-20T20:52+0400
2021-11-20T21:01+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/14/262251241_0:343:979:894_1920x0_80_0_0_87c87faea6ea8b64afaba626178325a7.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან შეხვედრა ფრედ 15:15 დაასრულა. ტესტ-მატჩი მადრიდის გარეუბანში გაიმართა.ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ვერცერთი ლელო ვერ დაუდეს კუნძულელებს, ხოლო საჯარიმო დარტყმებში ყველა ქულა თედო აბჟანდაძემ გამოიმუშავა.შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 9:5 მოიგო. „მფრინავმა ფიჯელებმა“ აბჟანდაძის სამ საჯარიმო დარტყმას უპასუხეს ტუიმაბას ლელოთი, რომელსაც გარდასახვა არ მოჰყოლია.შეხვედრის მეორე ნახევარი კუნძულელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და ვოლავოლას მიერ შესრულებული წარმატებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. თუმცა, ტაიმის შუა ნაწილამდე „ბორჯღალოსნები” იგებდნენ. აბჟანდაძის ორი ზუსტი დარტყმა და ანგარიში უკვე 15:8 გახდა.მაგრამ ბოლო სიტყვა ფიჯის დარჩა. მატამ ლელო დაამიწა და იმავე ვოლავოლამ ზუსტად შეასრულა გარდასახვა. ფინალური ფრე 15:15.ეს მატჩი მეექვსე იყო საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში. ამ დროისთვის, კუნძულელები ლიდერობენ ანგარიშით 4:1.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/14/262251241_90:314:905:926_1920x0_80_0_0_3d62484ccb22540e4dc8bf45927502c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
რაგბი: საქართველოს ნაკრები ფიჯის ტესტ-მატჩში დაუზავდა
20:52 20.11.2021 (განახლებულია: 21:01 20.11.2021) ეს საქართველოს და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში მეექვსე მატჩი იყო. ამ დროისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ფიჯის, რომელიც ლიდერობს ანგარიშით 4:1.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან შეხვედრა ფრედ 15:15 დაასრულა. ტესტ-მატჩი მადრიდის გარეუბანში გაიმართა.
ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ვერცერთი ლელო ვერ დაუდეს კუნძულელებს, ხოლო საჯარიმო დარტყმებში ყველა ქულა თედო აბჟანდაძემ გამოიმუშავა.
შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 9:5 მოიგო. „მფრინავმა ფიჯელებმა“ აბჟანდაძის სამ საჯარიმო დარტყმას უპასუხეს ტუიმაბას ლელოთი, რომელსაც გარდასახვა არ მოჰყოლია.
შეხვედრის მეორე ნახევარი კუნძულელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და ვოლავოლას მიერ შესრულებული წარმატებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. თუმცა, ტაიმის შუა ნაწილამდე „ბორჯღალოსნები” იგებდნენ. აბჟანდაძის ორი ზუსტი დარტყმა და ანგარიში უკვე 15:8 გახდა.
მაგრამ ბოლო სიტყვა ფიჯის დარჩა. მატამ ლელო დაამიწა და იმავე ვოლავოლამ ზუსტად შეასრულა გარდასახვა. ფინალური ფრე 15:15.
ეს მატჩი მეექვსე იყო საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში. ამ დროისთვის, კუნძულელები ლიდერობენ ანგარიშით 4:1.