Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

70 გარდაცვლილი: კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.318-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 808.889-ს მიაღწია.
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.318 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.663 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 809, შიდა ქართლი - 360, კახეთი - 303, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 295, ქვემო ქართლი - 279, სამცხე-ჯავახეთი - 184, მცხეთა-მთიანეთი - 113, გურია - 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.457 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 743.927-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 70 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.422-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 53.514 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.471 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.473, აჭარაში - 548, იმერეთში - 1.365.
1.630 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 382 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში - 44, იმერეთში - 33. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.173 ადამიანი, მათ შორის 779 - თბილისში, 223 - აჭარაში.
ცარიელი კლასი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რამდენი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე: განათლების სამინისტროს ინფორმაცია
45.870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45.880 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.318-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 808.889-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0