უკრაინაში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ჩაცხრილეს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
ირაკლი მალანიას სასამართლოს შენობის წინ ოთხჯერ ესროლეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მალანია საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. კიევში ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი, 42 წლის ირაკლი მალანია ჩაცხრილეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უკრაინულ გამოცემა Detective-Info-ზე დაყრდნობით.
შემთხვევა 16 ნოემბერს კიევ-სვიატოშინსკის რაიონული სასამართლოს შენობასთან მოხდა, როდესაც მსჯავრდებული მალანია სასამართლო პროცესზე გადაჰყავდათ. მას გამვლელი მანქანიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი მალანია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული მარცხენა ბარძაყის, მარჯვენა ფეხის, მუცლისა და ზურგის არეში.
უკრაინული გამოცემის ცნობით, ირაკლი მალანია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო და მისი ოდესის გუბერნატორობის პერიოდში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან სწორედ სააკაშვილმა დაიხსნა. მალანიას მაშინ ბრალად ედებოდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის ნათესავზე თავდასხმა.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში სააკაშვილის უსაფრთხოებას სწორედ მალანია უზრუნველყოფდა.
ყველა ახალი ამბავი
0