https://sputnik-georgia.com/20211119/tikaraze-goris-hospitali-srulad-aris-arwurvili-262234045.html
ტიკარაძე: გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ ბაზით, რომელიც ესაჭიროება სააკაშვილს
ტიკარაძე: გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ ბაზით, რომელიც ესაჭიროება სააკაშვილს
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი პირადად გაეცნო გორის ჰოსპიტალში არსებულ ვითარებას და აღნიშნა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია და აქვს ყველანაირი რესურსი, რათა... 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T19:56+0400
2021-11-19T19:56+0400
2021-11-19T23:21+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/03/250781554_0:197:2048:1350_1920x0_80_0_0_f48b5d64bf488c481ac1d4cee613648e.jpg
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შემდგომში საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და თავს შეიკავებენ საპროტესტო აქციებისგან.„გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება სააკაშვილს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი გამოსულია მწყობრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული განახლება და პაციენტი აუცილებლად და შეუფერხებლად მიიღებს ყველა საჭირო სერვისს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.ამასთან, ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა კონსილიუმის ექიმებს გაწეული შრომისთვის.„მათი როლი იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობას ვუხდი იმ ექიმებს, რომლებიც მკურნალობდნენ სააკაშვილს. მათ აიღეს მაღალი პასუხისმგებლობა, გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და განვლეს ძალიან რთული გზა, ვინაიდან ისინი ბულინგის მსხვერპლი იყვნენ. ჩვენ, ექიმები არ ვარჩევთ პაციენტებს და ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებებს პაციენტის სასარგებლოდ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.ხელისუფლებამ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კლინიკის ტერიტორიაზე სამთავრობო მანქანები გადაადგილდებიან.გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალში დაკეტილია მოქალაქეების მისაღები კარი. უკვე მზად არის გისოსებიანი პალატაც, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოათავსებენ.ხელისუფლებამ მანამდე უარი განაცხადა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, და ამის ერთ-ერთ მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება დაასახელა, რომლის თანახმად ექს-პრეზიდენტის მომხრეები მის გასათავისუფლებლად შეიძლება კლინიკის შტურმით აღებას შეეცადონ. სუსში ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული.სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.
https://sputnik-georgia.com/20211119/anzor-melia-samxedro-hospitalimravalprofiluria-262231920.html
https://sputnik-georgia.com/20211119/saakasvili-samxedro-hospitali-262230847.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/03/250781554_467:180:2048:1365_1920x0_80_0_0_58ebcab5a2a3eff8a1e79032b349f992.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ტიკარაძე: გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ ბაზით, რომელიც ესაჭიროება სააკაშვილს
19:56 19.11.2021 (განახლებულია: 23:21 19.11.2021) ჯანდაცვის მინისტრი პირადად გაეცნო გორის ჰოსპიტალში არსებულ ვითარებას და აღნიშნა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია და აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მიიღოს ყოფილი პრეზიდენტი.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.
„სააკაშვილს რუსთავშიც და გლდანშიც უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება და ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა. ბოლო პერიოდში მივიღეთ ქვეყანაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც იყო დაუშვებელი. სააკაშვილმა დადო პირობა, რომ შეწყვეტს შიმშილობას და ამას მოჰყვება დანარჩენი მოშიმშილეების ანალოგიური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შემდგომში საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და თავს შეიკავებენ საპროტესტო აქციებისგან.
„გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება სააკაშვილს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი გამოსულია მწყობრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული განახლება და პაციენტი აუცილებლად და შეუფერხებლად მიიღებს ყველა საჭირო სერვისს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა კონსილიუმის ექიმებს გაწეული შრომისთვის.
„მათი როლი იყო ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობას ვუხდი იმ ექიმებს, რომლებიც მკურნალობდნენ სააკაშვილს. მათ აიღეს მაღალი პასუხისმგებლობა, გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და განვლეს ძალიან რთული გზა, ვინაიდან ისინი ბულინგის მსხვერპლი იყვნენ. ჩვენ, ექიმები არ ვარჩევთ პაციენტებს და ყოველთვის ვიღებთ გადაწყვეტილებებს პაციენტის სასარგებლოდ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ხელისუფლებამ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კლინიკის ტერიტორიაზე სამთავრობო მანქანები გადაადგილდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალში დაკეტილია მოქალაქეების მისაღები კარი. უკვე მზად არის გისოსებიანი პალატაც, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოათავსებენ.
ხელისუფლებამ მანამდე უარი განაცხადა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, და ამის ერთ-ერთ მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება დაასახელა, რომლის თანახმად ექს-პრეზიდენტის მომხრეები მის გასათავისუფლებლად შეიძლება კლინიკის შტურმით აღებას შეეცადონ. სუსში ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული.
სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.