ეკეტერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება

© Facebook / Military Hospitalგორის სამხედრო ჰოსპიტალი
გორის სამხედრო ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
ჯანდავცის მინისტრი პირადად გაეცნობა გორის ჰოსპიტალში არსებულ ვითარებას
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრი ეკეტერინე ტიკარაძე გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა, იუწყება „ტვ პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა. მას ჰოსპიტალში შესვლისას კომენტარი არ გაუკეთებია.
ხელისუფლებამ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რამდენიმე საათის წინ განაცხადა.
საპროტესტო აქცია სააკაშვილის მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
დათანხმდება თუ არა სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას
იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კლინიკის ტერიტორიაზე სამთავრობო მანქანები გადაადგილდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალში დაკეტილია მოქალაქეების მისაღები კარი. უკვე მზად არის გისოსებიანი პალატაც, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოათავსებენ.
უფრო ადრე ექს–პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ. მან ამის თაობაზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შიმშილობის შეწყვეტის მოწოდების საპასუხოდ განაცხადა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დადებითად შეაფასეს სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში ეტაპირების ინიციატივა. გარდა ამისა, შიმშილობა შეწყვიტა პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. მან პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 17 დღის წინ მიმართა.
ანზორ მელია - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
ანზორ მელია: სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას უნდა დათანხმდეს
ხელისუფლებამ მანამდე სააკაშვილის, რომელიც 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა და ამის ერთ–ერთ მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება დაასახელა, რომლის თანახმად ექს–პრეზიდენტის მომხრეები მის გასათავისუფლებლად შეიძლება კლინიკის შტურმით აღებას შეეცადონ. სისხლის სამართლის საქმე ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ არის აღძრული.
სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0