Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რამდენ ადამიანს მოუწევს „ბუსტერ–დოზის" გაკეთება: გამყრელიძის განცხადება

© photo: Sputnik / Stringerვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ყველა პირისთვის დაშვებულია.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი გაზაფხულზე ჩაიტარეს, წლის ბოლომდე მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზის გაკეთება მოუწევთ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

„ჩვენი გათვლებით, მათ, ვინც გაზაფხულზე აიცრა, საუბარია 30–40 ათას ადამიანზე, წლის ბოლომდე „ბუსტერ–დოზის“ გაკეთება მოუწევთ. შემდეგ კი იანვარი–თებერვალი–მარტში მესამე დოზას გაიკეთებენ ის პირები, ვინც ივნისი–ივლისი–აგვისტოში გაიკეთა აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მომავალ წელს ვაქცინის მესამე დოზით აცრა 300–400 ათას ადამიანს მოუწევს.
ეპიდემიოლოგი ასევე შეეხო ბავშვთა ვაქცინაციის საკითხს. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, 12–15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატ Pfizer-ით პირველი აცრა 850-ზე მეტმა მოზარდმა გაიკეთა, სრულად (ორი დოზით) კი ვაქცინირებულია 60 მოზარდი. რაც შეეხება 16–17 წლის ახალგაზრდებს, ვაქცინირებულთა რიცხვი 10–11 ათასს აღწევს.
ვაქცინა Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ახალი მონაცემები Pfizer-ის ბუსტერული დოზის გვერდით მოვლენებზე: გამოვლინდა უჩვეულო ეფექტი
9 ნოემბერს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს მოზარდების აცრას Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით. მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ მშობლების თანხმობით ტარდება. მანამდე აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ექვემდებარებოდნენ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ყველა პირისთვის დაშვებულია. „ბუსტერ–დოზის“ გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული Pfizer-ის პრეპარატებით შეუძლია.
ყველა ახალი ამბავი
0