მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავსტრიის ექს-კანცლერს სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოუხსნეს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშისებასტიან კურცი
სებასტიან კურცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობა დატოვა ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფონზე
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა ყოფილ კანცლერსა და ავსტრიის სახალხო პარტიის (ANP) ლიდერს სებასტიან კურცს საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს.
თავად პოლიტიკოსი მანამდე მიესალმა პარლამენტის განზრახვას, მოეხსნას მას საპარლამენტო იმუნიტეტი, რათა დასრულებულიყო ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება. კურცი მექრთამეობის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.
პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი უდანაშაულობა უკვე დაადასტურა დამოუკიდებელმა იურიდიულმა ექსპერტიზამ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ავსტრიამ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 5 ათასი დოზა აჩუქა
ოქტომბერში ავსტრიის პროკურატურის ეკონომიკური და კორუფციული დანაშაულის გამოძიების განყოფილებამ განაცხადა, რომ კურცის და მასთან დაახლოებული ცხრა პირის მიმართ იძიებს კორუფციისა და მექრთამეობის საქმეს. საუბარია 2016 წლიდან 2018 წლამდე მედიის სავარაუდო მოსყიდვაზე, რათა გამოქვეყნებულიყო გამოკითხვები დადებითი გამოხმაურებებით ავსტრიის სახალხო პარტიის შესახებ, რომელსაც კურცი ხელმძღვანელობს.
კურცი 9 ოქტომბერს გადადგა ავსტრიის კანცლერის თანამდებობიდან ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფონზე, მაგრამ დარჩა ANP-ის და მისი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი.
ყველა ახალი ამბავი
0