მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Instagram-ის ნეგატიური გავლენა მოზარდების ფსიქიკაზე: აშშ-ში საპროკურორო გამოძიება დაიწყო

© AFP 2024 / OLIVIER DOULIERY სმარტფონი
 სმარტფონი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის რამდენიმე შტატის გენერალურ პროკურორთა ჯგუფი კომპანია Meta-ს (ყოფილი Facebook) ქმედებებს იძიებს, რომლებიც ბავშვებისა და მოზარდების Instagram-ზე მიზიდვას უკავშირდება, იუწყება The Wall Street Journal.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი გამოიძიებს, არღვევს თუ არა სოციალური ქსელი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონს, უქმნის თუ არა რისკებს საზოგადოებას და აყენებს თუ არა ზიანს ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
 გოგონები პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
მსოფლიო დღეს
Facebook ბერდება: სოციალური ქსელი ახალგაზრდა აუდიტორიას კარგავს – კვლევის შედეგები
როგორც ირკვევა, პროკურორები უკმაყოფილო არიან იმ მეთოდებით, რომლებსაც Meta მის პლატფორმებზე ახალგაზრდა მომხმარებლების შესაყვანად და იქ დიდი ხნის განმავლობაში დასარჩენად იყენებს.
აღინიშნება, რომ გამოძიების დაწყებამდე ჩატარდა შიდა კვლევა, რომლის მიზანიც მოზარდებზე Instagram-ის გავლენის დადგენა იყო.
როგორც კვლევამ აჩვენა, პლატფორმას შეუძლია გამოიწვიოს „ნეგატიური სოციალური შედარება“ და მომხმარებელთა ფსიქოლოგიური პრობლემების გაღრმავება, ვინაიდან Instagram-ზე ატვირთული ფოტოების უმეტესობაზე აქცენტი გარეგნობაზე კეთდება. კერძოდ, საუბარია ისეთ ნეგატიურ შედეგებზე, როგორებიცაა სუიციდური აზრები, თვითდაზიანება და კვებითი ქცევების დარღვევა.
გამოძიებაში მონაწილეობენ კალიფორნიის, ფლორიდის, კენტუკის, მასაჩუსეტსის, ნებრასკის, ნიუ-ჯერსის, ტენესისა და ვერმონტის შტატების გენერალური პროკურორები.
ოქტომბერში Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა ფრენსის ჰაუგენმა ჩვენება მისცა აშშ-ის სენატს და კომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებაში უთანხმოების ფორმირებაში დაადანაშაულა. როგორც მაშინ WSJ წერდა, Facebook-ის ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია სოციალური ქსელის კონტენტის ეფექტურად მოდერატორობის უნარი. მარკ ცუკერბერგმა პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები Facebook-სთვის ცილის დაწამების მცდელობად შეაფასა.
ყველა ახალი ამბავი
0