Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

63 გარდაცვლილი: კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.278-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 804.571-ს მიაღწია.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.278 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.749 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 715, შიდა ქართლი – 412, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 334, ქვემო ქართლი – 273, კახეთი – 267, აჭარა – 155, სამცხე-ჯავახეთი – 114, მცხეთა-მთიანეთი – 110, გურია – 109, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.154 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 741.470-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 63 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.352-ს მიაღწია.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 19 ნოემბერი
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 51.723 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.490 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.504, იმერეთში – 1.365, აჭარაში – 540.
1.630 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 381 პირი, მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 38, იმერეთში – 30. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.173 ადამიანი, მათ შორის 779 – თბილისში, 227 – აჭარაში. 44.060 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 41 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46.065 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.278-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 804.571-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0