https://sputnik-georgia.com/20211119/262210589.html
აშშ-ის კონსტიტუციის უნიკალური ეგზემპლარი აუქციონზე 43 მლნ დოლარად გაიყიდა – ფოტო
აშშ-ის კონსტიტუციის უნიკალური ეგზემპლარი აუქციონზე 43 მლნ დოლარად გაიყიდა – ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ერთ-ერთი პირველი ნაბეჭდი ეგზემპლარი ნიუ-იორკში Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდა 43,17... 19.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-19T10:42+0400
2021-11-19T10:42+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ერთ-ერთი პირველი ნაბეჭდი ეგზემპლარი ნიუ-იორკში Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდა 43,17 მილიონ დოლარად.ლოტი თავდაპირველად 15-20 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა ვაჭრობის დროს ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა.კონსტიტუცია ახალ მფლობელს გადაეცემა კეისით, რომელიც ასევე შეიცავს 1989 წლის 1 დეკემბერს აშშ-ის სენატის პატივსაცემად გამართული საზეიმო სადილის პროგრამას, რომელსაც არაერთი მსოფლიო დონის პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე აწერს ხელს — მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტები ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი.აშშ-ის პირველი კონსტიტუცია — ექვსგვერდიანი დოკუმენტია, რომელიც ფილადელფიის (პენსილვანია) კონვენტზე მიიღეს 1787 წლის 17 სექტემბერს. მისი 500-ვე ეგზემპლარი ისტორიული კონგრესის დელეგატებს დაურიგდა.გუშინ გაყიდული იშვიათობა ერთადერთი გადარჩენილი ეგზემპლარია იმ 15 ასლიდან, რომლებიც კერძო კოლექციებში ინახებოდა.აუქციონზე გაყიდვამდე უნიკალური რარიტეტი საჯაროდ იყო გამოფენილი ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და დალასში. აღინიშნება, რომ დოკუმენტის ფურცლები (თითოეულის ზომა 409X255 მმ) ოდნავ ფერშეცვლილია, ხოლო პირველ გვერდს ნათითურები ეტყობა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ-ის კონსტიტუციის უნიკალური ეგზემპლარი აუქციონზე 43 მლნ დოლარად გაიყიდა – ფოტო
10:42 19.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ერთ-ერთი პირველი ნაბეჭდი ეგზემპლარი ნიუ-იორკში
Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდა 43,17 მილიონ დოლარად.
ლოტი თავდაპირველად 15-20 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა ვაჭრობის დროს ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
კონსტიტუცია ახალ მფლობელს გადაეცემა კეისით, რომელიც ასევე შეიცავს 1989 წლის 1 დეკემბერს აშშ-ის სენატის პატივსაცემად გამართული საზეიმო სადილის პროგრამას, რომელსაც არაერთი მსოფლიო დონის პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე აწერს ხელს — მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტები ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი.
აშშ-ის პირველი კონსტიტუცია — ექვსგვერდიანი დოკუმენტია, რომელიც ფილადელფიის (პენსილვანია) კონვენტზე მიიღეს 1787 წლის 17 სექტემბერს. მისი 500-ვე ეგზემპლარი ისტორიული კონგრესის დელეგატებს დაურიგდა.
გუშინ გაყიდული იშვიათობა ერთადერთი გადარჩენილი ეგზემპლარია იმ 15 ასლიდან, რომლებიც კერძო კოლექციებში ინახებოდა.
აუქციონზე გაყიდვამდე უნიკალური რარიტეტი საჯაროდ იყო გამოფენილი ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და დალასში.
აღინიშნება, რომ დოკუმენტის ფურცლები (თითოეულის ზომა 409X255 მმ) ოდნავ ფერშეცვლილია, ხოლო პირველ გვერდს ნათითურები ეტყობა.