VAR-ის სისტემა ქართულ ფეხბურთში – FIFA-სთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშისაფეხბურთო მატჩი
საფეხბურთო მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
FIFA-სგან ლიცენზიის მიღების შემთხვევაში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ვიდეო-ასისტენტის სისტემა 2022 წლის სეზონიდან ამოქმედდება.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ორდღიანი ვიზიტით FIFA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან – ვიზიტი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ვიდეოტექნოლოგიის (VAR) დანერგვას ემსახურება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
საქართველოში აღნიშნული სისტემის დანერგვა 2022 წლიდან იგეგმება. ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის სპეციალისტების ვიზიტი თბილისში 17 ნოემბერს დაიწყო. ისინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპეციალურ ჯგუფთან ერთად, რომელსაც FIFA-ს ყოფილი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს, იმ სამუშაოების შესახებ მსჯელობენ, რაც VAR-ის ტექნოლოგიის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დასანერგადაა საჭირო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი აღნიშნავს, რომ ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ყველა დეტალი და შედგება სამუშაო გრაფიკი. მისი თქმით, VAR-ის სისტემის დანერგვა გასულ სეზონში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო პროცესი შეფერხდა.

„ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ ყველა იმ პროცედურის შესახებ, რაც სავალდებულოა იმისთვის, რომ ფიფასგან მივიღოთ ლიცენზია და მოგვეცეს შიდა ჩემპიონატში ვიდეო-რეფერით სარგებლობის უფლება. პროცესი მოიცავს მსაჯების გადამზადებას, ტექნიკური აღჭურვილობისა და სატელევიზო გადაღების გამართვას“, – განაცხადა მუჯირმა.

ამასთან, VAR-ის პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ ამ სისტემის საქართველოში დანერგვის პროცესი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს და აქამდე შეხვედრები ონლაინ იმართებოდა.
VAR არის მატჩის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც განიხილავს მთავარი მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვიდეოკადრებისა და ყურსასმენების გამოყენებით. სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს არბიტრის შეცდომა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მატჩის შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ყველა ახალი ამბავი
0