https://sputnik-georgia.com/20211118/ukanono-kovidtestirebis-laboratoria-262189406.html
თბილისში უკანონოდ გახსნილი კოვიდ-ტესტირების დაწესებულება გამოავლინეს
თბილისში უკანონოდ გახსნილი კოვიდ-ტესტირების დაწესებულება გამოავლინეს
Sputnik საქართველო
სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T16:46+0400
2021-11-18T16:46+0400
2023-08-17T18:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875250_0:10:3071:1737_1920x0_80_0_0_783e5ea788b35e27ed5430d8bfa2b6e8.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ თბილისში უკანონოდ გახსნილი კოვიდ-ტესტირების დაწესებულება გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სააგენტომ საკონტროლო ღონისძიების შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში კოვიდ-ტესტირების პუნქტი გამოავლინა, რომელიც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა.რეგულირების სააგენტომ დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პერიოდულად ახდენს კოვიდ-ტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875250_131:0:2862:2048_1920x0_80_0_0_3bbf5795972006270aa6ace3ea94a8cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, covid-19
თბილისში უკანონოდ გახსნილი კოვიდ-ტესტირების დაწესებულება გამოავლინეს
16:46 18.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ თბილისში უკანონოდ გახსნილი კოვიდ-ტესტირების დაწესებულება გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
სააგენტომ საკონტროლო ღონისძიების შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში კოვიდ-ტესტირების პუნქტი გამოავლინა, რომელიც მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა.
„ძირითადად, ამ ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და გზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს“, – განაცხადა რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ.
რეგულირების სააგენტომ დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პერიოდულად ახდენს კოვიდ-ტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.