https://sputnik-georgia.com/20211118/saakasvilma-cixesi-goneba-dakarga-262196436.html
სააკაშვილმა ციხეში გონება დაკარგა
სააკაშვილმა ციხეში გონება დაკარგა
Sputnik საქართველო
ადვოკატის თქმით, სააკაშვილი „მოწყვეტით წაიქცა“ და შემდეგ ის საკაცით აიყვანეს სართულზე. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T18:37+0400
2021-11-18T18:37+0400
2021-11-18T22:46+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261434038_0:0:3093:1739_1920x0_80_0_0_4f60b2f27c8d14e88e65c1aee46233fb.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხეში ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა, განაცხადა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.მისი თქმით, სააკაშვილი „მოწყვეტით წაიქცა“ და შემდეგ ის საკაცით აიყვანეს სართულზე.მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი ათი წუთის განმავლობაში გონზე არ მოსულა. მეტი ინფორმაცია ადვოკატს არ აქვს.ამჟამად გლდანის ციხეში ექს-პრეზიდენტის სხვა ადვოკატი ნიკა გვარამია იმყოფება.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.სააკაშვილს ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211117/eqspertta-jgufis-daskvna-saakasvilis-mkurnaloba-unda-gagrzeldes-poliprofilur-hospitalsi-262167186.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261434038_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_dbbb4cf0ee3991b93cb34a7840f36ec2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
სააკაშვილმა ციხეში გონება დაკარგა
18:37 18.11.2021 (განახლებულია: 22:46 18.11.2021) ადვოკატის თქმით, სააკაშვილი „მოწყვეტით წაიქცა“ და შემდეგ ის საკაცით აიყვანეს სართულზე.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხეში ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა, განაცხადა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
მისი თქმით, სააკაშვილი „მოწყვეტით წაიქცა“ და შემდეგ ის საკაცით აიყვანეს სართულზე.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი ათი წუთის განმავლობაში გონზე არ მოსულა. მეტი ინფორმაცია ადვოკატს არ აქვს.
ამჟამად გლდანის ციხეში ექს-პრეზიდენტის სხვა ადვოკატი ნიკა გვარამია იმყოფება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.
სააკაშვილს ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.