ექიმი: სააკაშვილს შესამჩნევი სიყვითლე აღენიშნება

© AFP 2024 / JOHN THYSმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
კანის ფერის ცვლილების მიზეზი ხანგრძლივი შიმშილობაა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, ასევე აღენიშნება შესამჩნევი სიყვითლე, განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

„წინა დღეებთან შედარებით მას შესამჩნევი სიყვითლე აქვს. გადაადგილდება მძიმედ, სუსტად არის. ვერ ჩამოვიდა პაემნების ოთახში, ამიტომაც მე მქონდა პრივილეგია, რომ ავსულიყავი მასთან პალატაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.

ექიმის თქმით, მას მანამდე სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება სამი დღის მანძილზე არ მიეცა.
ექს-პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრის დროს მათ იმსჯელეს, თუ რომელ კლინიკაში შეძლებდა იგი ყველაზე კარგი სამედიცინო მომსახურების მიღებას.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
ექსპერტთა დასკვნა: ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მკურნალობის პირობებს არ აკმაყოფილებს
„პრეზიდენტმა გორის ჰოსპიტალზე მკითხა, მე ვურჩიე, რომ გორის ჰოსპიტალზე უარი თქვას. რამე რომ იყოს... გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი ასეთი ავადმყოფებისთვის“, – განაცხადა ყიფშიძემ.
გუშინ სახალხო დამცველის ეგიდით შეკრებილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
ციხის საავადმყოფო კარგად აღჭურვილია, მაგრამ იგი არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
სააკაშვილი 29 სექტემბერს სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ორი სისხლის სამართლის საქმეზე მას სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0