რუსეთში გატანილი სამუზეუმო ექსპონატები საქართველოში დაბრუნდა

© Courtesy of Ministry of Culture Sport and Youthსაქართველოში დაბრუნებული სამუზეუმო ექსპონატები
საქართველოში დაბრუნებული სამუზეუმო ექსპონატები - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
საქართველოდან 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან რუსეთში საგამოფენოდ გატანილი ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს დაუბრუნდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოდან 2003 წელს რუსეთში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.
ექვსი სამუზეუმო ექსპონატი ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს უბრუნდება. ესენია: ბორის ფოგელი – „თელავი“ (1936 წ.); ევგენი ლანსერე – „ხევსურეთი“ (1926 წ.); ბორის ფოგელი – „სასულიერო სემინარია“ (1934 წ.); გრიგორი გაგარინი – „ქართველი ქალები“ (1854 წ.); ლევ ლაგორიო – „ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წ.), კარლ ჟუკოვსკი – „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წ.).
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუზეუმო ექსპონატების საქართველოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძისა და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის გიორგი ქაჯაიას აქტიური მონაწილეობით წარიმართა.
თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კახა სიხარულიძესა და გიორგი ქაჯაიას თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე პროექტის მხარდაჭერისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, საქართველოს სახალხო მხატვარს ზურაბ წერეთელს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლებში) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
თეა წულუკიანმა სამინისტროს შენობაში გადატანილი ექსპონატები მუზეუმებს დაუბრუნა
მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი ოთხი ფერწერული ტილო დაუბრუნდა – ირაკლი სუთიძის „ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას „ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის „ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“. მანამდე კი, მიმდინარე წლის მაისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი – „ფასანაური“, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე – „ძველი სასაფლაო – ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე – „ნატურმორტი“, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე – „განდევნა“; სერგო ქობულაძე – „რუსთაველი“, „დანტე“; იდა ოცხელი – „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია – „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია – „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია – „ძველი თბილისის კუთხე“).
ყველა ახალი ამბავი
0