როგორ ირჩევს სული მომავალ მშობლებს, ანუ ბავშვი აუცილებლად გეყოლებათ, თუ...

CC BY-SA 2.0 / Aurimas Mikalauskas / Mano! ჩვილი ბავშვი
 ჩვილი ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
რეინკარნაციის კანონების თანახმად, სული ფიზიკურ ჩასახვამდე ბევრად ადრე იწყებს მამის არჩევას. ანუ მაშინათვე, როგორც კი შეიტყობს, რომ მისი ამ ქვეყნად მოვლენის დრო მოახლოვდა.
ამ მიმართულებაში გარკვეულთა თქმით, ბავშვის სულისთვის მნიშვნელოვანია მომავალი მამის მორფოლოგიური თვისებები: გარეგნობა, გენეტიკური კოდი და გვარ-ჯიში.
ბავშვმა ზუსტად იცის დაბადების დღე, საათი და წამიც კი.
ადამიანის სილუეტი  - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
რეინკარნაციის რამდენიმე ნიშანი, ანუ გქონდათ თუ არა წინა ცხოვრება
ამბობენ, რომ დაბადების თარიღში დაშიფრულია ინფორმაცია არა მარტო მისი წინა განსხეულებების შესახებ, არამედ ახალი ცხოვრების პროგრამაც: ნიჭი, უნარები, კარიერა, პირადი ცხოვრება, მიწიერი მისია. მოკლედ, ყველაფერი, რაც სულის ევოლუციისთვის არის აუცილებელი.

კარმის კანონების მიმდევრები ირწმუნებიან, რომ თუ ქალს ბავშვი არ ეძლევა, ე.ი. მას ან ჯერ არ დაუსრულებია კარმაზე მუშაობა, ან „ის“ მამაკაცი არ ჰყავს შერჩეული.

ეს კარგად ჩანს იმგვარ შემთხვევებში, როდესაც დიდხანს ერთად მცხოვრებ წყვილს შვილი არ უჩნდება, მაგრამ საკმარისია ერთმანეთს დაშორდნენ, რომ ერთსაც და მეორესაც სხვა მეუღლეებთან შვილი შეეძინოთ.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
რეინკარნაციის პრინციპების თანახმად, სული განმეორებით იმისთვის იბადება, რომ უფრო სრულყოფილი გახდეს და კიდევ მეტი გამოცდილება შეიძინოს.

წინა ცხოვრება სულს დაბადებისთანავე ავიწყდება და ყველაფერს თავიდან იწყებს. ანუ ყოველი დაბადებისას სული უცოდველია, მაგრამ წინა ცხოვრების გამოცდილებით „დატვირთული“. ეს ყველაფერი კი თურმე იმიტომ, რომ ახალ ცხოვრებაში თავისუფალი არჩევანი მიეცეს.
ყველა ახალი ამბავი
0