Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენი სიყვარული ექვსი წელია გრძელდება“ – რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო დაქორწინდნენ

© Facebook / Rati Gachechiladzeრატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო
რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ.
სამეჯლისო ცეკვების შემსრულებლები რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო დაქორწინდნენ. ამ სიახლის შესახებ რატიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.
სამეჯლისო ცეკვების გაჩეჩილაძეების დინასტიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მშობლების თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციებს მათი სტუდია აგრძელებს, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა კი მისთვის, როგორც პროფესიონალი მოცეკვავისთვის, დიდი აზარტია.
როგორც რატი აღნიშნავს, დედის ლარისა გაჩეჩილაძის გარდაცვალების შემდეგ მეუღლესთან კარინა ლისენკოსთან ერთად მამასთან გადავიდა საცხოვრებლად.

„მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული ექვსი წელია გრძელდება. ის უკვე ერთი წელია ჩემი ცოლი გახდა. კარინა ჩემი ნომერი პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა“, – ამბობს რატი.

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონში რატი სპორტსმენ სალომე ფაჟავასთან ერთად ცეკვავს, ხოლო კარინა – მსახიობ ლაშა გურგენიძესთან ერთად.
ყველა ახალი ამბავი
0