რამდენი პატიმარი შიმშილობდა საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
ციხის საავადმყოფოს სპეციალისტებს მოშიმშილე პატიმრების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვთ, აღნიშნა მათეშვილმა.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2019 წლიდან დღემდე 2.257 პატიმარი შიმშილობდა. აქედან უმეტესობამ შეწყვიტა შიმშილობა და ნაწილმა რეაბილიტაცია ციხის კლინიკაში გაიარა, განაცხადა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრიფინგზე სამედიცინო დაწესებულების თერაპევტმა სანდრო მათეშვილმა.
მანამდე პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ციხის კლინიკაში შიმშილობის შემდეგ პაციენტის სამედიცინო მართვის პირობები არ არის.

„2019 წლიდან დღემდე სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში დაფიქსირდა შიმშილობის 2.257 ფაქტი, ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა შიმშილობა და მათ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე. ნაწილი, რომელთაც დაუფიქსირდათ შიმშილობის შემდგომი ეფექტები, გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდათ შემდგომი რეაბილიტაცია“, – განაცხადა მათეშვილმა.

მან აღნიშნა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს სპეციალისტებს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ.
„მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სერტიფიცირებული, კვალიფიციური პერსონალი, რათა მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა, ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია, იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს დასჭირდება ეს“, – აღნიშნა მათეშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
ექსპერტთა დასკვნა: ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მკურნალობის პირობებს არ აკმაყოფილებს
მისი ინფორმაციით, ამჟამად სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების რისკის გამო ის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბერს გადაიყვანა.
სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი დამნაშავედ არის ცნობილი, კიდევ სამი საქმე კი განხილვის სტადიაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.
ყველა ახალი ამბავი
0