https://sputnik-georgia.com/20211118/mdinaradze-saakashvilma-xoshtarias-gamo-unda-shewyvitos-shimshiloba-262194810.html
მდინარაძე: ადამიანობა რომ ჰქონდეს სააკაშვილს, მარტო ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას
მდინარაძე: ადამიანობა რომ ჰქონდეს სააკაშვილს, მარტო ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას
Sputnik საქართველო
ელენე ხოშტარია თქმით, იგი მანამდე აპირებს შიმშილობას, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T18:49+0400
2021-11-18T18:49+0400
2021-11-18T22:49+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/17/247661741_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_6a831d2627f56f4fc868f7a990872291.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ელემენტარული ადამიანობა რომ ჰქონდეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მთელი ამ დროის მანძილზე იგი მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 15 დღის მანძილზე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რაზეც პოლიტიკოსმა უარი განაცხადა.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/17/247661741_0:145:944:853_1920x0_80_0_0_9658a041295741c551c80b29e6e82dfb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მდინარაძე: ადამიანობა რომ ჰქონდეს სააკაშვილს, მარტო ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას
18:49 18.11.2021 (განახლებულია: 22:49 18.11.2021) ელენე ხოშტარია თქმით, იგი მანამდე აპირებს შიმშილობას, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ელემენტარული ადამიანობა რომ ჰქონდეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მთელი ამ დროის მანძილზე იგი მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 15 დღის მანძილზე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რაზეც პოლიტიკოსმა უარი განაცხადა.
„თითქმის 50 დღემდე ნაშიმშილარი სააკაშვილი უფრო კარგად არის, ვიდრე ორი კვირის მოშიმშილე ელენე ხოშტარია... გუშინ ელენე ხოშტარიასთან გვქონდა საკმაოდ გულწრფელი საუბარი. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, ბუნებრივია, ეს ადამიანი ამ პოზიციას არ იზიარებს. სწორედ მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატი.