კობახიძე: შეიძლება ომბუდსმენის და ექიმთა ჯგუფის პასუხისმგებლობა დადგეს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლო კრიტიკულ შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც ამას ითხოვს, მათ შორის ომბუდსმენს და ექიმებს, განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გუშინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.

„წარმოვიდგინოთ, რომ ამ ფეიკ-დასკვნას გაგრძელება მოჰყვა, რაც არის სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, და ამას მოჰყვა ის სცენარი, რისიც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და კონკრეტული ექიმების“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მოითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
ექსპერტთა დასკვნა: ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მკურნალობის პირობებს არ აკმაყოფილებს
რისი შიში აქვს ხელისუფლებას?
იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არეულობებს ამზადებს. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეებმა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით შეიძლება კლინიკის შტურმით აღება სცადონ. სუსი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე გამოძიებას აწარმოებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული დეპუტატები.
ყველა ახალი ამბავი
0