Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გაიცანით ქართველი მსახიობი, რომელიც „ნეტფლიქსის“ სერიალში მონაწილეობს – ფოტოები

© Facebook / Elena Satineელენა სატინი-სხირტლაძე
ელენა სატინი-სხირტლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი, ქართველი მსახიობი ელენა სატინი (სხირტლაძე) „ნეტფლიქსის“ სერიალში მონაწილეობს. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.
მსახიობი სერიალში Cowboy Bebop ორი წლის წინ დაამტკიცეს, სადაც ის ჯულიას როლს ასრულებს. ცნობილი ანიმე მაყურებლებმა პირველად 1998 წელს იხილეს, ახლა კი „ნეტფლიქსმა“ მისი სერიალად გადაღება განიზრახა, რომლის პრემიერაც 19 ნოემბერსაა დაგეგმილი.
ელენა სატინი მაყურებლისთვის ცნობილი გახდა როლებით სხვა სერიალებში: The Gifted, Strange Angel, Twin Peaks, Magic City.
ელენა სატინი 34 წლის მსახიობია, რომელიც ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. ელენე სხირტლაძე 1987 წლის 24 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მოგვიანებით სოჭში გადავიდა საცხოვრებლად. პროფესიონალური კარიერა 6 წლისამ დაიწყო მაშინდელ პოპულარულ საბავშვო გადაცემაში „დილის ვარსკვლავი“.
9 წლისა უკვე საერთაშორისო პრემიების ლაურეატი იყო და კინოფესტივალ „კინოტავრის'' ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც. მაშინვე კარგად მღეროდა და ცეკვავდა, რაც მოგვიანებით ჰოლივუდური კარიერის აწყობაშიც დაეხმარა.
1998 წელს ნიუ-იორკში მიიღო მონაწილეობა ღია კონკურსში პროფესიონალურ საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში და ჩაირიცხა კიდეც. მას მერე, რაც 16 წლისამ წარმატებით დაამთავრა ეს სკოლა, საერთაშორისო სტიპენდია მიიღო ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში.
როგორც თავად ამბობს, მისი მსახიობური ნიჭი დედის დამსახურებაა, რომელიც ოპერის მომღერალი, ყოფილი მსახიობი და მოდელია. „მამას კი სცენასთან არაფერი აკავშირებს, საფეიქრო ბიზნესი აქვს, თუმცა სულ მხარში მიდგას. ჩემთვის და ჩემი ძმისთვის არასდროს დაუშლიათ პროფესიის არჩევა'', – ამბობს ელენე.
ყველა ახალი ამბავი
0