დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ნოემბერი

© Pixabay / Vladimir163rusლიანდაგი
ლიანდაგი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 18 ნოემბერია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
უჩვეულო იდეების დღეა, რომელთა რეალიზაცია შეიძლება საინტერესო საქმედ იქცეს. მაგრამ არ ღირს ჩანაფიქრის დაუყოვნებლივ განხორციელება. ჯერ შეისწავლეთ სიტუაცია და შესაძლებლობები. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, მათ შორის, ძველ მეგობრებთან. საერთო ენას ადამიანებთან ადვილად პოულობთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ნოემბერი>>
ვერძი: დღის დასაწყისში ნაკელბად სავარაუდოა, რომ სირთულეებს თავი აარიდოთ. არცთუ საუკეთესო დღეა სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად, განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაოს ეხება. არის რისკი, რომ ილუზიები რეალობისგან ვერ განასხვავოთ და საქმეს ავნოთ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქად და სასიამოვნოდ ჩაივლის. არის წარმატებების მიღწევის შანსი. შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანთან, რომელსაც გინდათ, რომ მოეწონოთ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2018
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კურო: დილა არაა შესაბამისი დრო მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. საჭიროა დიპლომატიური ხერხები, რომ თავი აარიდოთ გართულებებს, კამათს, მიუახლოვდეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას აწყობს. სჯობს, ცოტა ხანი დაიცადოთ – საღამოს სერიოზულ საკითხებზე დალაპარაკება უფრო მარტივი იქნება. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება, რომელიც გააქარწყლებს ეჭვებს და განსაზღვრავს სამომავლო გეგმებს.
ტყუპი: არ იჩქაროთ. დღე კარგად ჩაივლის, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და ორომტრიალს აარიდებთ თავს. დრო გჭირდებათ იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. შეგიძლიათ რჩევა ჰკითხოთ ძველ ნაცნობებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. დღის მეორე ნახევარი კარგად ჩაივლის. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, გექნებათ შანსი, რომ განახორციელოთ დიდი ხნის ჩაფიქრებული საქმე. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები.
კირჩხიბი: სასიამოვნო მოულოდნელობებით სავსე დღეა. განწყობა ამაღლებული გაქვთ. გაგახარებთ შეხვედრები მეგობრებთან, სხვა ადამიანებთან. გექნებათ საუბრისთვის საინტერესო თემები. მნიშვნელოვანია, არ მოდუნდეთ. იმედი უნდა გქონდეთ საკუთარი ძალების და არა იღბლისა და იღბლიანი თანხვედრების. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება დეტალებისადმი ყურადღებას. ამის წყალობით სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2019
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები
ლომი: ხელსაყრელი, მაგრამ მშფოთვარე დღეა. რთული იქნება სამუშაოზე კონცენტრაცია. გონებას გიფანტავთ ფიქრები ხან ოჯახზე, ხან რომანტიკული განცდები გეძალებათ. გინდათ ამაზე საუბარი, მაგრამ სჯობს, თავი შეიკავოთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ადამიანი, ვისაც საკუთარ განცდებზე უნდა დაელაპარაკოთ, სანდოა, ესმის თქვენი და მზადაა, მხარი დაგიჭიროთ. კარგი დღეა საყიდლებზე წასვლისთვის. ნივთებს იღბლიანად შეარჩევთ.
ქალწული: დიდი ალბათობით, დღე ისე არ ჩაივლის, როგორც ვარაუდობდით. შესაძლებელია რაღაც მოულოდნელი მოვლენები, რომელთა გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. თუმცა ნერვიულობას არ დაიწყებთ, რადგან ნახავთ, რომ ყველაფერი საკმაოდ იღბლიანად ვითარდება. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები, ნაცნობობა. ზოგიერთი თქვენგანი გაიცნობს გავლენიან ადამიანს, რომლის მხარდაჭერასაც უახლოეს მომავალში მიიღებს.
სასწორი: აჩქარებაა საჭირო. მოვლენები სწრაფად ვითარდება და არ უნდა ჩამორჩეთ. გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად არის საჭირო. ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით, თუ ეჭვი შეგეპარათ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ თუ არა, სანერვიულო არაფერია – მალე დარწმუნდებით, რომ სწორად გააკეთეთ ყველაფერი. ფულთან დაკავშირებით იფრთხილეთ, არ დახარჯოთ ის უსარგებლო რამეებზე, სიყვარულში კი გაგიმართლებთ – მოსალოდნელია უკეთესობისკენ ცვლილებები ურთიერთობებში.
მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2019
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები
მორიელი: ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრაცია გაგიჭირდებათ. ჩნდება ახალ–ახალი ამოცანები და გინდათ, რომ ყველა კარგად გააკეთოთ. ერთი საქმიდან მეორეზე გადადიხართ და ცდილობთ, მხედველობიდან არაფერი გამოგეპაროთ. ამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. შესაძლებელია წარმატებების მიღწევა. დღის მეორე ნახევარში არაა გამორიცხული თანხის მიღება, რაც ძალიან გაგახარებთ. ზოგიერთი კი შემოსავლების ახალ წყაროს იპოვის.
მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა სამუშაოზე, სწავლაზე, კარიერულ წინსვლაზე ლაპარაკისთვის. ადვილად იპოვით მოკავშირეებს, რომლებიც სიამოვნებით აიღებენ თქვენი საქმეების ნაწილს თავიანთ თავზე, დაგეხმარებიან რთული ამოცანების გადაწყვეტაში. ახალ ნაცნობებზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებთ. ეცადეთ, თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან მომთმენი და დელიკატური იყოთ. შეიკავეთ თავი კრიტიკისა და ირონიული შენიშვნებისგან.
თხის რქა: ნუ მოითხოვთ შეუძლებელს ნურც საკუთარი თავისა და ნურც სხვებისგან. დღე კარგად ეწყობა, მაგრამ თუ თქვენი მოლოდინები ძალიან მაღალია, იმედგაცრუების თავიდან აცილება რთული იქნება, გაგიჭირდებათ დასახული მიზნების მიღწევა. დღეს ნებისმიერი სერიოზული საქმე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე თქვენ გინდათ, ასე რომ, მოთმინებით აღიჭურვეთ. მოერიდეთ კამათს. წვრილმანებზე კამათი შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2019
ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“
მერწყული: დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ აჰყვეთ ემოციებს და არ წამოეგოთ პროვოკაციებს. თუ სწორად მოიქცევით, არა მარტო გაუმკლავდებით სირთულეებს, არამედ დასახულ მიზნებსაც მიაღწევთ. წარმატებებია მოსალოდნელი საქმეებში, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო. დღის მეორე ნახევარი ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დროა. შეგიძლიათ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც მოგენატრათ. სასიამოვნო საუბრები გელოდებათ.
თევზები: გაქვთ საქმიანი კავშირების გამტკიცების, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის გარანტიების მოპოვების შანსები. მოკავშირეებს ადვილად იპოვით. მოვლენებს რეალისტურად უყურებთ და არ გიწევთ შეუსრულებელი დაპირებების მიცემა. შესაძლებელია იღბლიანი გარიგებები, შეთანხმება ხანგრძლივ თანამშრომლობაზე. ოჯახში სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი. შესაძლებელია უკეთესობისკენ ცვლილებები ახლობლებთან ურთიერთობებში.
ყველა ახალი ამბავი
0