Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

დიკაპრიო ბექჰემის ვაჟის ყოფილ შეყვარებულს ხვდება? – პაპარაცებმა გოგონა სახლთან დააფიქსირეს

© photo: Sputnik / Aleksey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშილეონარდო დიკაპრიო
ლეონარდო დიკაპრიო - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ბრუკლინ ბექჰემი მოდელ ჰანა კროსს დაშორდა, გოგონა გლამურულ ღონისძიებებზე აღარ ჩნდებოდა და პაპარაცებს ემალებოდა. თუმცა ცოტა ხნის წინ ის ლეონარდო დიკაპრიოს იუბილეზე მაინც გადაიღეს.
ლეონარდო დი კაპრიო ჯეფ ბეზოსთან და მის საცოლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ყვითელი ამბები
ჯეფ ბეზოსის საცოლის აშკარა ფლირტი ლეონარდო დიკაპრიოსთან სოცქსელებში აიტაცეს – ვიდეო
გლამურული ღონისძიებისთვის ჰანამ ჯინსის ორეული და შავი ჩექმა მოირგო. აღსანიშნავია, რომ მოდელი წვეულებაზე მარტო, პარტნიორის გარეშე მივიდა.
ლეონარდოს ახალგაზრდა მოდელების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. აღნიშნულმა ფოტოებმა საზოგადოებაში ეჭვის ნაპერწკალი გააჩინა, თანაც ჰანა კამილას საოცრად ჰგავს. ამჟამად 47 წლის ლეონარდო უკვე წლებია 24 წლის მოდელს და დამწყებ მსახიობს კამილა მორონეს ხვდება.
მოდელი და დამწყები მსახიობი ლეოს მშობლებს კარგად იცნობს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სერიოზული ურთიერთობა დიკაპრიოს ჯერ არც ერთ შეყვარებულთან არ ჰქონია.
ყველა ახალი ამბავი
0