https://sputnik-georgia.com/20211118/cxaize-inficireba-bavsvebsi-gazrdilia-262190634.html
ივანე ჩხაიძე: ბავშვებში ინფიცირების რიცხვი ძალიან არის გაზრდილი
ივანე ჩხაიძე: ბავშვებში ინფიცირების რიცხვი ძალიან არის გაზრდილი
Sputnik საქართველო
ბავშვებისთვის კორონავირუსის „დელტა" შტამი უფრო აგრესიული და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე არსებული შტამები. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T17:36+0400
2021-11-18T17:36+0400
2023-08-17T18:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259991348_0:0:3331:1875_1920x0_80_0_0_5b475e37f2f85a6529af332932892fa5.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ყოველი ასი ინფიცირებული ბავშვიდან ცხრას სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება, რაც ძალიან დიდი რიცხვია, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.ჩხაიძის თქმით, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.კორონავირუსის „ინდური" შტამი ბავშვებში სწრაფად ვრცელდება. ის საქართველოში COVID-19-ის მეოთხე ტალღის დროს გაჩნდა. „დელტა" შტამი უფრო აგრესიული და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე არსებული „ჩინური" და „ბრიტანული" შტამები.მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო. ვაქცინაციის პორტალზე უკვე ამოქმედდა 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა იმუნიზაციის საბჭომ 12–15 წლის მოზარდების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გადაწყვეტილება 9 ნოემბერს მიიღო. სავალდებულო მოთხოვნაა მშობლების ან მეურვეების თანხმობა.ჩხაიძის თქმით, აცრილი ბავშვების რაოდენობა დღითი დღე იზრდება და ისინი ვაქცინაციისთვის უკვე აცრილ მშობლებს მოჰყავთ.ამ დროისთვის ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.074.270 აცრა, აქედან ბოლო 24 საათში – 7.307. ამჟამად ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 34,1%.
https://sputnik-georgia.com/20211116/epidemiologiuri-vitareba-saqartvelosi-uaresdeba-262112998.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259991348_232:0:2963:2048_1920x0_80_0_0_c1433a8f02f516a9a3e6841bfc570899.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ივანე ჩხაიძე: ბავშვებში ინფიცირების რიცხვი ძალიან არის გაზრდილი
17:36 18.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ბავშვებისთვის კორონავირუსის „დელტა" შტამი უფრო აგრესიული და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე არსებული შტამები.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ყოველი ასი ინფიცირებული ბავშვიდან ცხრას სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება, რაც ძალიან დიდი რიცხვია, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის თქმით, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.
„ასეთი მაჩვენებელი არ იყო შარშან, ინფიცირებულთა რაოდენობაშიც ბავშვების წილი გაზრდილია. ყოველი ასი ინფიცირებულიდან ოცი არის ბავშვი. გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები ბავშვებში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
კორონავირუსის „ინდური" შტამი ბავშვებში სწრაფად ვრცელდება. ის საქართველოში COVID-19-ის მეოთხე ტალღის დროს გაჩნდა. „დელტა" შტამი უფრო აგრესიული და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე არსებული „ჩინური" და „ბრიტანული" შტამები.
მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო. ვაქცინაციის პორტალზე უკვე ამოქმედდა 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა იმუნიზაციის საბჭომ 12–15 წლის მოზარდების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გადაწყვეტილება 9 ნოემბერს მიიღო. სავალდებულო მოთხოვნაა მშობლების ან მეურვეების თანხმობა.
ჩხაიძის თქმით, აცრილი ბავშვების რაოდენობა დღითი დღე იზრდება და ისინი ვაქცინაციისთვის უკვე აცრილ მშობლებს მოჰყავთ.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.074.270 აცრა, აქედან ბოლო 24 საათში – 7.307. ამჟამად ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 34,1%.