https://sputnik-georgia.com/20211118/batumis-sakrebulos-opozicioneri-deputati-gardaicvala-262184243.html
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გარდაიცვალა
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
საკრებულოში ფუტკარაძის ადგილმონაცვლის გასარკვევად ცესკომ ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს. 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T14:40+0400
2021-11-18T14:40+0400
2021-11-18T19:28+0400
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250636750_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_eea5da5e09df22fc10de109c6c539bfa.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, განაცხადეს „ნაცმოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციაში.ფუტკარაძე №4 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა. საკრებულოში ფუტკარაძის ადგილმონაცვლის გასარკვევად გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კი 3 დეპუტატი ჰყავს. სწორედ გახარიას პარტიაზეა დამოკიდებული, თუ ვის ეყოლება საკრებულოში უმრავლესობა – მმართველ პარტიას თუ ოპოზიციას.
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/12/250636750_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_b855db1bf92e2a8deaf206bfddbf47f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გარდაიცვალა
14:40 18.11.2021 (განახლებულია: 19:28 18.11.2021) საკრებულოში ფუტკარაძის ადგილმონაცვლის გასარკვევად ცესკომ ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, განაცხადეს „ნაცმოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციაში.
ფუტკარაძე №4 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა.
საკრებულოში ფუტკარაძის ადგილმონაცვლის გასარკვევად გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კი 3 დეპუტატი ჰყავს. სწორედ გახარიას პარტიაზეა დამოკიდებული, თუ ვის ეყოლება საკრებულოში უმრავლესობა – მმართველ პარტიას თუ ოპოზიციას.