ბომბარდირი და საუკეთესო დრიბლიორი – კვარაცხელიას მორიგი აღიარება

© AP Photo / Zurab Tsertsvadzeხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მის ანგარიშზე 8 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გატანილი გოლია.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, WhoScored-ის ვერსიით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
საქართველოს ნაკრების 20 წლის შემტევი 4-4-2 ფორმაციის სიმბოლურ ნაკრებში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე მოხვდა და მისი საშუალო შეფასება 7,5 ქულაა. საქართველოს მსგავსად სიმბოლურ გუნდში ერთი წარმომადგენელი ჰყავს კოსოვოსაც, ხოლო ესპანეთის, შვედეთისა და საბერძნეთის ნაკრებებიდან საუკეთესოთა შორის 3-3 ფეხბურთელი მოხვდა.
Хвича Кварацхелия - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
ყვითელი ამბები
„ღვინო არასდროს გაუსინჯავს, ბარებში არ დადის“ – უცნობი ფაქტები ხვიჩა კვარაცხელიაზე
კვარაცხელია აღნიშნულ გუნდში შეფასების მიხედვით მეორე ფეხბურთელია, საუკეთესო შეფასება კი საბერძნეთის ნახევარმცველმა ანასტასიოს ბაკასეტასმა დაიმსახურა (7,62). მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ქართველი 4 გატანილი გოლით B ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ამდენივე გაიტანეს შვედმა ისაკმა და ესპანელმა ტორესმა. შვედეთის ფორვარდმა 4 გოლი 8 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა, ტორესმა და კვარაცხელიამ კი ეს 6-6 შეხვედრაში შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჯგუფურ ეტაპზე ფერან ტორესზე 35 წუთით ნაკლები ითამაშა, შესაბამისად, მისი შედეგი საუკეთესოდ შეფასდა.
WhoScored-ის მიერ შედგენილი სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: რობინ ოლსენი (შვედეთი 7.0)
მცველები: მარკოს ლორენტე (ესპანეთი 6.7), ვიკტორ ლინდელიოფი (შვედეთი 6.9), ემერიკ ლაპორტი (ესპანეთი 7.2), კონსტანტინოს ციმიკასი (საბერძნეთი 7.0)
ნახევარმცველები: ფერან ტორესი (ესპანეთი 7.4), ანასტასიოს ბაკასეტასი (საბერძნეთი 7.6), სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი 7.1), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო 7.5)
თავდამსხმელები: ალეკსანდერ ისაკი (შვედეთი 7.5), ვედათ მურიქი (კოსოვო 7.1).
უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ფეხბურთელი კიდევ ერთ კომპონენტში გახდა საუკეთესო და ეს წარმატებულად შესრულებული დრიბლინგების რაოდენობაა. კვარაცხელია მატჩში საშუალოდ 4.0 წარმატებულ დრიბლინგს აკეთებდა და მან კონკურენტებზე ბევრად უკეთესი შედეგი დააფიქსირა. მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპონენტში მეორე ადგილზეც ქართველი ფეხბურთელი გავიდა – გიორგი წიტაიშვილი მატჩში საშუალოდ 2.7 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში პირველი ადგილი ესპანეთმა დაიკავა და მუნდიალზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. შვედეთმა ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს ნაკრები კი ჯგუფში დაგროვებული შვიდი ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0