თბილისში გალაკტიონის უცნობი ხელნაწერები, გამოუქვეყნებელი პოემები და წერილები გამოიფინა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიგალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
უნიკალური გამოფენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღეს გაიხსნა და 30 ნოემბრამდე გასტანს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საზოგადოებისთვის გალაკტიონ ტაბიძის დღემდე უცნობი უნიკალური ხელნაწერები გამოიფინა.
ექსპოზიცია პოეტის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად მომზადდა, სადაც გალაკტიონის ხელნაწერ ლექსებთან ერთად მისი პირადი ჩანაწერები და მის მიერვე შესრულებული ილუსტრაციებიც გამოიფინა.
გალაკტიონ ტაბიძის ნამუშევრების არქივი ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კერძო პირისგან შეისყიდა. გამოფენა პოეტის სამუშაო პროცესს ასახავს. ექსპოზიციაზე გამოტანილ 62 ფურცელზე კარგად ჩანს, როგორ მუშაობდა ის თითოეულ ლექსსა და რითმაზე.
გალაკტიონის 130 წლისადმი მიძღვნილი გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით შეძლებს.
პოეტების მეფე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2015
პოეტების მეფე
გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონში, სოფელ ჭყვიშში დაიბადა. 1900 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910-1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917-1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის მისი ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანეს.
1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს“. იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.
გალაკტიონი 1959 წლის 17 მარტს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0