რა გაძვირდა საქართველოში – 2021 წლის ოქტომბრის მონაცემები

გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ერთი წლის მანძილზე პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 18,4%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბრიდან ყველაზე მეტად გაძვირდა ხილი (43%), მცენარეული ზეთი (31,6%), პური და პურპროდუქტები (19,4%), რძე და კვერცხი (18,2%) და შაქარი (18%).
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 12,8% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. გარდა ამისა, ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (19,6%), კომუნალურ მომსახურებაზე (11,8%), სასტუმროსა და რესტორნებზე (11,2%) და ჯანდაცვაზე (8,4%). „საქსტატის“ ცნობით, ერთადერთი, რაც მიმდინარე წელს გაიაფდა – საკომუნიკაციო ხარჯებია.
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყანაში პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა.
გაეროს სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საბაზისო პროდუქტებზე მსოფლიო ფასები 3%-ით გაიზარდა (პირველ რიგში მარცვლეულისა და მცენარეული ცხიმის ხარჯზე) და 2021 წლის ივლისიდან ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0