https://sputnik-georgia.com/20211117/pomidvris-wveni-sargebeli-262157183.html
რატომ და როგორ უნდა სვათ პომიდვრის წვენი: ექიმი განმარტავს
რატომ და როგორ უნდა სვათ პომიდვრის წვენი: ექიმი განმარტავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. პომიდვრის წვენი ინარჩუნებს ცოცხალი პომიდვრის ყველა თვისებას და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, აცხადებს ნუტრიციოლოგი ელენა... 17.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-17T17:38+0400
2021-11-17T17:38+0400
2021-11-17T21:47+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24586/07/245860751_0:267:1415:1063_1920x0_80_0_0_6f8e087d3b16c0799a3966c4398e0587.jpg
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. პომიდვრის წვენი ინარჩუნებს ცოცხალი პომიდვრის ყველა თვისებას და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, აცხადებს ნუტრიციოლოგი ელენა მოისეევა.მისი თქმით, ამ სასმელის უმთავრესი ღირსება ისაა, რომ დაბალკალორიულია (17 კკლ 100 გრამზე) და დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს.თუმცა, სპეციალისტის თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ესოდენ სასარგებლო პროდუქტს შეიძლება უკუჩვენება ჰქონდეს. გარდა ამისა, პომიდვრის წვენი შესანიშნავი პროდუქტია წონაში დასაკლებად. მისი სადღეღამისო ნორმა — ერთიდან ოთხ ჭიქამდე სასმელია. საუკეთესოა, თუ მას რამდენიმე წვეთ მცენარეულ ზეთს დაამატებთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალევთ. რაც შეეხება მარილს, ექიმი წვენისთვის მის დამატებას არ გირჩევთ, რათა ორგანიზმმა სითხე არ შეაკავოს. მარილი ჯობს ნივრით ან წიწაკით ჩაანაცვლოთ.
https://sputnik-georgia.com/20201027/pomidvris-wveni-arteriuli-wneva-cudi-qolesterini-249821294.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24586/07/245860751_0:143:1415:1204_1920x0_80_0_0_2d3a168facce938b26aed55aae09efb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
რატომ და როგორ უნდა სვათ პომიდვრის წვენი: ექიმი განმარტავს
17:38 17.11.2021 (განახლებულია: 21:47 17.11.2021) თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. პომიდვრის წვენი ინარჩუნებს ცოცხალი პომიდვრის ყველა თვისებას და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის,
აცხადებს ნუტრიციოლოგი ელენა მოისეევა.
მისი თქმით, ამ სასმელის უმთავრესი ღირსება ისაა, რომ დაბალკალორიულია (17 კკლ 100 გრამზე) და დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს.
„ეს საუკეთესო წვენია გულის კუნთის საკვებად. სასარგებლოა ყველასთვის: ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ამასთან, აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რის გამოც პომიდვრის წვენი ავტომატურად შედის დიაბეტიანებისთვის დასაშვები პროდუქტების ჩამონათვალში“, — აღნიშნა ექიმმა.
თუმცა, სპეციალისტის თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ესოდენ სასარგებლო პროდუქტს შეიძლება უკუჩვენება ჰქონდეს.
„სასმელი არ შეიძლება მიიღოთ მწვავე პანკრეატიტისა და გასტრიტის დროს. სახამებლის შემცველ პროდუქტებთან (კარტოფილი, ბრინჯი, პური) ერთად პომიდვრის წვენის მიღებამ შესაძლოა თირკმელებში კენჭების წარმოქმნას შეუწყოს ხელი“, — განმარტა სპეციალისტმა.
გარდა ამისა, პომიდვრის წვენი შესანიშნავი პროდუქტია წონაში დასაკლებად. მისი სადღეღამისო ნორმა — ერთიდან ოთხ ჭიქამდე სასმელია. საუკეთესოა, თუ მას რამდენიმე წვეთ მცენარეულ ზეთს დაამატებთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალევთ. რაც შეეხება მარილს, ექიმი წვენისთვის მის დამატებას არ გირჩევთ, რათა ორგანიზმმა სითხე არ შეაკავოს. მარილი ჯობს ნივრით ან წიწაკით ჩაანაცვლოთ.