ოპოზიციამ სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციამ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დააანონსა.
როგორც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, აქციები 19 ნოემბერს ერთდროულად დაიწყება თბილისის სამ ლოკაციაზე – მეტროს სადგურებთან „ავლაბარი“, „ვაგზლის მოედნი“ და „უნივერსიტეტი“.

„ჩვენ, „ნაცმოძრაობამ“, „დროამ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „ლელომ“ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ პარასკევს, 3 საათზე სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დავიწყოთ მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, როგორც გინდათ ისე უწოდეთ ამ აქციას“, – განაცხადა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მეტრო „ავლაბრიდან“ მსვლელობას კოორდინაციას „ნაცმოძრაობა“ გაუწევს, „ვაგზლის მოედნიდან“ მსვლელობას ორგანიზებას „ლელოს“ ლიდერები, ხოლო მეტრო „უნივერსიტეტიდან“ აქციას სათავეში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ლიდერები ჩაუდგებიან.
ოპოზიციამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობის დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა. მას შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს სხვადასხვა უწყებებთან ყოველდღიურად მართავს.
ყველა ახალი ამბავი
0